ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უოლტერი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2014


ე.ს.

გამოუდარებელ ამინდებით,
გაუთენებელი ღამეებით,
გამოუცოცხლებელ გარინდებით,
აკიაფდებიან ამონარიდები..
შემოუსვლელობამ თბილი სეზონების..
შემოსაზღვრულობამ დაუსრულებლობის..
შელამაზებულმა უცხო გემოვნებით..
შემოტყუებულა მრავალფეროვნებით.
დაუსრულებლობით..
დაუკრძალვებლობით..
დაუნებებლობით..
დაუფარველობით..
არა დამრჩენია, არას ველი,
არა, ცრუ იმედებს ვეღარ ვზიდავ..
გული ერთ დროს იყო მზეზე ცხელი,
ახლა პოლუსებზე მეტად გამიცივდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები