 | ავტორი: იკა-ბერო ჟანრი: პოეზია 14 დეკემბერი, 2008 |
ნაფერებ თვალებს, ზღვისფერ ოცნებით ღრმად რომ მიტაცებს ნაფერებ ბაგეს, რომლის შეხება კვლავაც მაციებს, ნაფერებ მთვარეს, რომლის ფერები შენზე მაფიქრებს, ნაფერებ წამებს, გულის სიხარულს რომ მიხანგძლივებს.
ნაფერებ იებს, მე მათ მორცხვობას შენსას ვამსგავსებ, ნაფერებ ფიქრებს, უხმოდ მგალობლებს და ისიც შენზე, ნაფერებ სიზმრებს, ზღვის ჰორიზონტზე ჩამავალ მზესთან შენ მელანდები და მაღვიძებენ ფიქრები შენზე.
ნაფერებ ღიმილს, რაც მჭირდებოდა ჰაერზე მეტად, ნაფერებ ღამეს, მთვარის ნათელი ბაგეზე ლღვება, ნაფერებ სულს კი, ცვილის ფიგურას მე შევადარებ მარტო რომ რჩება, ტანჯვისგან კვდება, ოცნებაც ქრება...
ის დრო გაფრინდა, სიზმრებს კი კვლავაც მივყავარ მზესთან... დაგელოდები ზღვის ჰორიზონტთან, ისევ ფიქრები... ცვილის ოცნებით ცვილისვე ლანდებს შევერკინები! ჩამავალ მზესთან, მორცხვი იებით შენთან ვიქნები...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. ნაფერებ ღიმილს, რაც მჭირდებოდა ჰაერზე მეტად......... სიყავასული ძალიან მაგარი, მაგარი ლექსი დაუწერინებია :):) გილოცავ მომეწონა ძალიან.... ნაფერებ ღიმილს, რაც მჭირდებოდა ჰაერზე მეტად......... სიყავასული ძალიან მაგარი, მაგარი ლექსი დაუწერინებია :):) გილოცავ მომეწონა ძალიან....
17. შეყვარებულო და მეოცნებევ, იკმარე 4. შეყვარებულო და მეოცნებევ, იკმარე 4.
15. იებზე როა მომეწონა ... :))) იებზე როა მომეწონა ... :)))
14. არაუშავს :) არაუშავს :)
12. "ის დრო გაფრინდა,სიზმრებს კი კვლავაც მივყავარ მზესთან..." სულ მზეზე გევლოს!!! "ის დრო გაფრინდა,სიზმრებს კი კვლავაც მივყავარ მზესთან..." სულ მზეზე გევლოს!!!
11. ლამაზია, თუმცა საკმაოდ სუსტი რითმებით. წარმატებები:) ლამაზია, თუმცა საკმაოდ სუსტი რითმებით. წარმატებები:)
10. დღის ლიმიტი რო ამოწურული მაქვს?)) სად დავწერო?)) დღის ლიმიტი რო ამოწურული მაქვს?)) სად დავწერო?))
9. :) გრძნობით სავსე :) :) გრძნობით სავსე :)
8. სხვებიც დადე აბა ვნახოთ!;) სხვებიც დადე აბა ვნახოთ!;)
6. 555555555 ლამაზად წავიკითხე 555555555 ლამაზად წავიკითხე
5. ცოტა მომწყინდა....4 ცოტა მომწყინდა....4
4. აჰააა სიყვარულით ნაფერები ლექსია:) აჰააა სიყვარულით ნაფერები ლექსია:)
3. ნამდვილად :) ნამდვილად :)
2. შეყვარებული ადამიანის ლექსია:) შეყვარებული ადამიანის ლექსია:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|