| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 20 დეკემბერი, 2014 |
შესაძლებელია, თქმადაც არ ღირდეს, ღამეა-კუნაპეტი, ზურგზე საკუთარი ჩრდილი მოვიკიდე, ისიც უხეირო: მოსჩანს მბჟუტავი აბაჟური-კაფე " Bon Appetit", ბოლო ცენტები მაქვს ნაფრანკარი, ისიც ჰაერივით უნდა ვიმყოფინო და რაც აქამომდე გამოვზოგე, იქნებ კიდევ ერთი მოვკლა პარიზული შუაღამე... დღისით ბუკინისტებს ვემალები, რადგან ზოგი დამდევს მოსაკლავად, ვალები მაქვს: მურაკამის, შტორმის, თეკერეის, ბოლო ხანს უკვე ბოკაჩოსი, ქურდიც აღარ მქვია, ვარ ვიღაც ვიგინდარა, გადამგდები... ვუკვეთავ ყველაზე წყალწყალა ლუდს, იქვე ანჩოუსებს და ვგრძნობ, რომ ეს თევზები საკუთარ სიმყრალეს გადამდებენ. მაცვია, უკეთ რომ ვთქვათ უბრალოდ მმოსავს ვილვეტის ყველა ფერ გადასული, ურნაში ნაპოვნი ზედატანი... ვიჩხრიკავ ხურდებს და ვაწყდები თეატრის ბილეთებს, ბოლო ანჩოუსიც ერთ კათხა ლუდს უგემურად შევატანე. ბილეთებს იმ დროიდან დავატარებ, როცა უკანასკნელ სპექტაკლს დავესწარი-იქნება გასული, ასე სამი წელი... ვასწორებ ანგარიშს, ვდგები უღიმღამოდ და სლოკინ-სლოკინით მივდივარ, მაგრამ წასასვლელიც არსაით მაქვს დამიჯერე. მარცხენა ჯიბეში, სადაც მიყრილი მაქვს "ბიჩოკები", ავარჩევ ყველაზე მთელს და გავუკიდებ, გავიცინებ და მერე, როგორც ყველა მაწანწალა - ვიჩოქები და რომელიმე უსუფთაო ქუჩის კუთხეში მივიძინებ. შესაძლებელია, თქმადაც არ ღირდეს ღამეა-კუნაპეტი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. იშვიათად იყენებენ ახლა 18 მარცვლიან საზომს თანამედროვე პოეტები , მე ძალიან მიყვარს ეს სალექსო ფორმა, მით უმეტს, თუ მხოლოდ ფორმის იმედზე არაა ლექსი და შინაარსიც (სიუჟეტი) რომანისა აქვს .
კარგია, ძალიან!
იშვიათად იყენებენ ახლა 18 მარცვლიან საზომს თანამედროვე პოეტები , მე ძალიან მიყვარს ეს სალექსო ფორმა, მით უმეტს, თუ მხოლოდ ფორმის იმედზე არაა ლექსი და შინაარსიც (სიუჟეტი) რომანისა აქვს .
კარგია, ძალიან!
9. ალბათ მაწანწალას გაგონებთ, ანნა :) თემო, ერთი-ორი დღეც მაცადე რა, ძმურად :)) ჭას ეთანხმება მაწანწალაც, ავტორიც. ნაფრანკარიაო სწორი მაწანწალამ, მან უკეთ იცის ჩვენზე :)
ალბათ მაწანწალას გაგონებთ, ანნა :) თემო, ერთი-ორი დღეც მაცადე რა, ძმურად :)) ჭას ეთანხმება მაწანწალაც, ავტორიც. ნაფრანკარიაო სწორი მაწანწალამ, მან უკეთ იცის ჩვენზე :)
8. "ნაფრანკალი" - იქნება სწორი. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიტყვა აქამდე შემხვედრია სადმე, მაგრამ მაინც.
ლექსს რაც შეეხება - ყოჩაღ შენ!
"ნაფრანკალი" - იქნება სწორი. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიტყვა აქამდე შემხვედრია სადმე, მაგრამ მაინც.
ლექსს რაც შეეხება - ყოჩაღ შენ!
7. პატარა ფილმივით იყო...:) მომეწონა...:-* პატარა ფილმივით იყო...:) მომეწონა...:-*
6. აჰა, მაიც ხომ მოგაგენი?! თეკერეის ფული შეგიძლია დაიტოვა. დანარჩენი ხელზე მქონდეს ხვალ!!! აჰა, მაიც ხომ მოგაგენი?! თეკერეის ფული შეგიძლია დაიტოვა. დანარჩენი ხელზე მქონდეს ხვალ!!!
5. კარგია, მაგონებთ ვიღაცას და ვერ მივხვდი ვის :))) ++ კარგია, მაგონებთ ვიღაცას და ვერ მივხვდი ვის :))) ++
4. ხელის შევლება სჭირდება, მას, რამაც შეიძლება გაგაღიმოს და კაი ხასიათზე დაგაყენოს... აქ, ხელშესავლები არაფერია ხელის შევლება სჭირდება, მას, რამაც შეიძლება გაგაღიმოს და კაი ხასიათზე დაგაყენოს... აქ, ხელშესავლები არაფერია
3. ბოლომდე გავყევი შენს მაწანწალას :( + ბოლომდე გავყევი შენს მაწანწალას :( +
2. კარგი სურათია, მაგრამ ხელის შევლება არ აწყენს კარგი სურათია, მაგრამ ხელის შევლება არ აწყენს
1. დასაწყისი უფრო მომეწონა. .. მერე ვეღარ. .. :/ მაინც + დასაწყისი უფრო მომეწონა. .. მერე ვეღარ. .. :/ მაინც +
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|