 | ავტორი: კვარიათი ჟანრი: პროზა 25 დეკემბერი, 2014 |
I.მერა ნაამ ჯონ ბაძაღუა ჰე შარშან სასწრაფოდ ლონდონში მომიწია წასვლამ -ჩემმა ბიძაშვილმა ბესომ იქ ცოლი მოიყვანა და სკაიპით მომწერა, მოწვევას გიგზავნი, დამაფასე და ჩამოდი ჩემს ქორწილშიო. როგორ ფიქრობთ, არ წავიდოდი? ბესიკ, შენ გენაცვალე, ხვალვე მანდ გავჩნდები-მეთქი, ვუპასუხე და სამზადისს შევუდექი. ისე, რომ იცოდეთ, საზღვარგარეთ ხშირად არც დავდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ცნობილ ჟურნალში ვწერ კაი რაღაცებს. წერაც ბავშვობიდან მიყვარს და, რაც თავი მახსოვს, სულ ვწერ. მეორე კლასში ვიყავი, ჩემს ძმაკაცზე რომ ზღაპრის წერა დავიწყე -„კახას თავგადასავალი” დავარქვი... მერე უცებ, აღარ მომეწონა და ნაკუწ-ნაკუწ ვაქციე ყოფილი შეყვარებულის წერილივით. სკოლა რომ დავამთავრეთ, კახას მოვუყევი ეს ამბავი და ეწყინა: რატომ დახიე, ახლა ხომ წავიკითხავდით და მაგრად ვიღადავებდითო. საკაიფოდ წერო, მანამდეც ხშირად უთქვამს ხოლმე. ნათქვამია, შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მოდიო. მეც ასე გადავწყვიტე -თბილისიდან ბათუმში ჩავედი და, იქიდან კი სტამბოლში გადავფრინდი, რათა ლონდონში გადავფრენილიყავი. აბა, ამაზე მეტი შორი გზა როგორღა უნდა გამევლო? მოკლედ, სტამბოლში ერთი-ორი დღე გავჩერდი, თითო-ოროლა იქაური ნაცნობიც მოვინახულე და ამის მერეღა მივადექი აეროპორტის სალაროებს. თან ლაზი იაშარიც მახლდა, მხატვარი რომაა, ჩემი ძმაკაცი -შენო, თურქული ენა კარგად არ იცი და, მე გამოგყვები ძმაკაცურადო, გაგების ამბავშიო. ლონდონშიც წამოვიდოდი, მაგრამ შორია, დღიურ ვეღარ მოვალ სახლშიო. ისე, სახლზე გამახსენდა -იაშარს ხომ საზღვრიდან თხუთმეტი-ოცი წუთის სავალზე, არქაბში აქვს მამაპაპისეული სახლი, ზაფხულობით სულ იქ არის ხოლმე და ყოველდღე, სახატავად, ბათუმის ბულვარში დაიარება. სალაროებთან რომ მივედით, იაშარმა მცოდნე კაცის იერით შეათვალიერა ჯერ რიგში მდგომი ხალხი, მერე კი მოლარე გოგონები და მოულოდნელად, განწირული ხმით, მუეძინივით აკივლდა: -ალლაჰ ალლა, ბუ ნე აბერ, ჯანუმ, ბენ ბირ იხტიარ, ემექლი ფილოთ, დაა! ამის გაგონებაზე, მოლარე გოგოებმა ერთი დაუტატანეს სხვებს -თქვენ ვისი ტიკი-ტომრები და რა მოხელე ჩიქვანები ხართ, ეს კაცი ყოფილი პილოტია, ურიგოდ ეკუთვნის ბილეთიო. აწრიალდა ის ხალხიც და დაუთმეს ამ შენს იაშარას რიგი. -საღ ოლ, საღ ოლ, -მეგონა, აქებდა, ვაჟკაცურად მოიქეცითო, ის კი თურმე მადლობას იხდიდა, -ეი, ჯუმა! ფასაფორთი სქანი მომჩი! -დამიძახა მერე მე.გადავაწოდე ჩემი პასპორტი და ფულის გადაწოდებაც დავაპირე, მაგრამ აღარც მომაქცია ყურადღება, მოლარე გოგოს დაუწყო საუბარი. ვუძახე, ვუძახე -ყური არ შეუბერტყია. -დურ, დურ, ეი ვათანდაშ!.. -შენიშვნა მომცა ვიღაცამ, ვითომდა შენ ყოფილი პილოტი, გეტყობა, არა ხარ და საით ეტენებიო. რაღას ვიზამდი, გავჩერდი.იაშარმა თავისი ფულით იყიდა ბილეთი, მე კი აღარაფრის დიდებით საფასური არ გამომართვა -ძმაკაცობაში ეგრე როგორ იქნებაო. მაგარი პატივი მცა, იმიტომაც ვამბობ, ჯიგარია-მეთქი. ასაკით ასე, ორმოცდათხუთმეტი-ორმოცდათექვსმეტი წლისა იქნება, მაგრამ წვერი აქვს მოშვებული, თმაც ალაგ-ალაგ გათეთრებია და უფროსად გამოიყურება. გადაკვრა უყვარს ნამეტანი -წითელ ღვინოს ეტანება, წნევას ძალიან უხდებაო. ღორის ხორცსაც ჭამს. ეეე, შენ რანაირი მუსლიმანი ხარ-მეთქი, ერთხელ ვუთხარი. რანაირიც შენ -იაპონიის იმპერატორიო, მიპასუხა. მერე ისიც კი მითხრა, მონათვლა მინდაო, მაგრამ როგორღაც, ვეღარ მოახერხა ეგ ამბავი. გაფრენამდე დრო კიდევ რჩებოდა. მე და იაშარი აეროპორტის ბარში ვისხედით და იქითურ-აქეთურზე ვსაუბრობდით: -ცოტა ახალგაზრდა რომ ვიყო, მეც წამოვიდოდი, -მითხრა მან, -შენ ვერც კი ხვდები, რა მაგარი თავგადასავალი გელის! -შენ საიდანღა ხვდები? -მე წუხელ ვნახე სიზმარი. თანაც, ნამდვილი ავანტიურისტივით გიბრწყინავს თვალები! -სიზმრის ახსნა თუ გეხერხება? -როგორ გითხრა... მე ისეთ სიზმრებს ვხედავ, ახსნა რომ არ სჭირდება. -ეგ რა სიზმარია, ახსნა თუ არ სჭირდება? -ახსნა ცხადს უნდა, სიზმარი კი სიზმარია... აი, ასე ვლაპარაკობდით ორივე. იაშარი ლაზურ კილოზე მებაასებოდა, ხანდახან თუ ჩაურთავდა ბათუმში ნასწავლ აჭარულ გამოთქმებს. მე მისი მშვენივრად მესმოდა. -აბა, შენ იცი! -მითხრა მერე, -დროა უკვე. ბარიდან გამოვედით და მე ტრაპისკენ დავიძარი, ის კი იქვე დარჩა. იაშარს არ უყვარს ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით დამშვიდობება -უცხოთა წესიაო. მეც ეგრე მგონია, ჩვენში რომ დარჩეს. ტრაპს რომ ავუყევი, უკნიდან ქალის ჰაეროვანი ხმა შემომესმა. როგორი ხმა იყო, იცით? სიჩუმეში ბროლის ჭურჭელს რომ შემოკრავ, რომ დაიწკრიალებს და წკრიალი მერე ისევ იმ სიჩუმეში რომ ჩაინთქმება, აი ისეთი. მოვიხედე... მოვიხედე და ეგრევე გავხევდი -ტრაპზე მუქ-ლურჯ ინდურ სარიში გამოწყობილი, ტანწერწეტა, შავგვრემანი გოგონა ამოდიოდა. კუპრივით შავი, სწორი და გრძელი თმები მხრებზე ეფინა. აქეთ-იქიდან ორი შუახნის ქალი ამოდგომოდა, ხოლო უკან ორი მამაკაცი მოჰყვებოდა -ერთი ახალგაზრდა იყო, მეორე კი ალბათ, იაშარის ხნისა იქნებოდა. ქალებსაც სარი ეცვათ, მამაკაცები კი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყვნენ, ევროპულად. ტრაპზე მე ისევ გახევებული ვიდექი, იმათ რომ ჩამიარეს. ჩავლისას, იმ გოგომ წამით გამომხედა და შევამჩნიე, რომ მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა.ალბათ, იური ნიკულინივით გამოვიყურებოდი -„ბრილიანტის ხელში” რომაა, სასტუმროში რომ მივა იმ ქერათმიან ქალთან, ის სტრიპტიზს რომ მოუწყობს და ეს ბედოვლათი პირს რომ დააღებს. ჰოდა, ჩაეღიმა იმ მუქ თაფლისფერ თვალებიან გოგოს ჩემს დანახვაზე და ჰინდიზე რაღაცა უთხრა იმ ქალებს. -Shilpi, Don't be so... -ოდნავ შესამჩნევად უჯიკა ერთმა ქალმა, თან ისეთი აქცენტით უთხრა ეს სიტყვები, რომ ბოლომდე ვერც გავიგე.შილპი, შილპი... ამ ანგელოზს შილპი რქმევია. ასიანი, ლონდონში მოფრინავს და თვითმფრინავშივე გავიცნობ, თუ ხელი არაფერმა შემიშალა... უჰ, შილპი, შილპი! გნახავ მე შენ შილიფად ჩაცმულს ლონდონში!.. ჰოდა, ავდექი და მივყევი ამ ინდოელებს. კარში სტიუარდესამ შემაჩერა, ბილეთი ვაჩვენე და მოწიწებით დამითმო გზა პირველი კლასისკენ. ყოჩაღ, იაშარ! ძმაკაცობა რომ კარგი იცოდი, მაგაში ეჭვი არ მეპარებოდა... ახლა მხოლოდ ის გვაინტერესებს, შილპიც თუ პირველი კლასით მგზავრობს. ოუ, იესსსს! აქ არიან, აქ! შილპი და მისი თანმხლები ქალები პირდაპირ ჩემს წინ ისხდნენ, ხოლო ჩემს გვერდით კი ის ორი ინდოელი მამაკაცი გამოჭიმულიყო -ხნიერი და ახალგაზრდა. ღიმილით მივესალმე -ჰელოუ-მეთქი, და ისე დავჯექი ჩემს ადგილას, არც გამიგია, რა მიპასუხეს; თვალი მოვკარი კი, რომ მათაც გამიღიმეს.სტამბოლიდან ლონდონამდე კაი სამი საათის საფრენია და ვიფიქრე, გზაში ამ ორ შავტუხას გავუბამ მასლაათს და მერე, თუ ბედმა გამიღიმა, შილპისაც ერთი-ორ სიტყვას ვეტყვი-მეთქი; თუმცა, როგორც ჩვენს საყვარელ თბილის-ქალაქში იტყვიან, თურმე, სადა ბანაობ... აფრინდა თუ არა თვითმფრინავი, იმ ახალგაზრდა ინდოელმა საიდანღაც პატარა საყურისები დააძრო, გაიკეთა და ეგრევე, თავის რიტმულად რხევით, ჩვეულ ინდურ სტილში, აღიღინდა: ტა-ლა-ლა-ლი-ლა, ტაა-ლა-ლა-ლა-ლა-ლი-ლა, ტა-ლა-ლა-ლი-ლა, ტაა-ლა-ლა-ლა-ლა-ლი-ლა... იმ მეორემ -ასაკით იაშარის კბილად რომ ჩავთვალე, უბიდან რაღაც ინგლისური წიგნი ამოიღო, სათვალე წამოიკოსა და კითხვაში გაერთო.ასე გავიდა ერთი ნახევარი საათი. მე კინაღამ ჩავთვლიმე, თუმცაღა თვლემას არ დავემორჩილე და თვალები მოვიფშვნიტე. ამ დროს, რას ვხედავ -წინა სავარძლიდან შილპი წამოდგა, უკან გამოიხედა და უცებ, ლამაზ სახეზე იმედგაცრუება აღებეჭდა. მე მის მზერას თვალი გავაყოლე და გამეღიმა -ჩემს გვერდით მჯდომი ინდოელები კაი გემრიელად ფშვინავდნენ. მერე შილპის გვერდით მჯდომ ქალებს გადავხედე და ჩამეცინასავით -იმათაც ეძინათ. -What do you need? -წამოვხტი უცებ კაკო ყაჩაღივით, -Can I help you? -შილპის მივმართე, რასაკვირველია, თან გულში -„ვაშაააა!”-მეთქი, შევძახე. -Ow, -დაიბნა ის, მერე კი ჩაეცინა, -Dey ar’ SLEIPIN’! ინდური ინგლისურით ლაპარაკობდა მუქლურჯსარიანი შილპი. -My name is ჯონ ბაძაღუა, -ვთქვი ამაყად, -From Georgia! -What? -ვერ მიხვდა ის და ყურადღებით შემომხედა, თან დაჯდა და ჩემსკენ შემობრუნდა. მეც დავჯექი. -მერა ნაამ ჯონ ბაძაღუა ჰე, -ვთქვი ჰინდიზე, -მენ ჯარჯიაი ჰუნ! -ჯარჯია? -გაიკვირვა, -კია ააპ ამრიკაი ჰე? წაიღო, რა, ამ ამერიკის ჯორჯიამ! ამერიკელი კი არა, ქართველი ვარ, ქართველი! სახელადაც ვანო მქვია, მაგრამ ეგ ხომ საერთაშორისო ასპარეზზე „ჯონ” იქნება... ეე, მესწავლა კარგად ჰინდი, რა იქნებოდა! უხ, რატომ ვაცდენდი ჩხენკელის ლექციებს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში? დებილი ვარ, რა... შილპი კი აშკარად გაოცებული ჩანდა მშობლიური ენის გაგონებით, თუმცაღა მალე მიხვდა, რომ ბევრი ვერაფერიშვილი მცოდნე ვიყავი და, ინგლისურად მკითხა, საიდან ხარო. მეც ავუხსენი, როგორც შემეძლო და მერე იგივე ვკითხე. ინდოეთიდან ვარო, მითხრა; უტარ-პრადეშის შტატიდან, ქალაქ ლაქნაუდანო. ყურადღება მივაქციე იმას, რომ „ლაქნაუ” როცა წარმოთქვა, მახვილი უ-ზე დასვა. ვაახ-მეთქი, მაშ ეს თქვენ ბრძანდებით, ლამაზმანი ლაქნაუდან-მეთქი? იყო ასეთი ინდური ფილმი ჩემს ბავშვობაში -„ლამაზმანი ლაქნაუდან”. ურეკში ვისვენებდი ერთ ზაფხულს და იქ გადიოდა კინოში. ჩვეულებრივი, ინდური შინაარსი ჰქონდა -ღარიბ კარგ ბიჭს მდიდარი მაფიოზის გოგო შეუყვარდება და მიდის მერე ერთი ამბავი...ეს შილპი კიდევ უფრო გაოცდა -რაო, რაო? მეც ავუხსენი: აი, ის ფილმი რომაა, ხომ გაქვთ ნანახი-მეთქი? თან მგონია, რომ ტაშს შემოკრავს და, როგორ არაო, მეტყვის; იმან კი -ნოუ მელოდრამზ, ფლიიზო -ვაკელი სნობი თინეიჯერივით. მერე უცებ, გამიღიმა და მითხრა -ისე, თქვენ მაგარი უცნაური კაცი იქნებითო. -საიდან მიხვდით, მისს შილპი? -სავარძელში კარგად მოვთავსდი მე. -ნამდვილი ავანტიურისტის თვალები გაქვთ! -გამიღიმა ისევ, -თანაც, ჩემი სახელი როგორღა გაიგეთ? -ჩიტმა მომიტანა ამბავი, -მეც მაგრად ვუთარგმნე ქართული გამოთქმა და თან გავიფიქრე: ესეც თუ იაშარივით მხატვარია, მაშინ ნახე-მეთქი. -რა მითხარით წეღან, რა მქვიაო? -დაახლოებით ასე ჟღერდა შილპის კითხვა, თუ სწორად გავიგე მისი ინდური ინგლისური. -ჯონ ბაძაღუა, მისს შილპი, -გავუმეორე ისევ ამაყად. -ჰმ... ბაზზ... -ბაძაღუა. -შილპი შარმა, -შესაფერისი გვარი კი ჰქონია, ისე. -ლონდონში მობრძანდებით, შილპი? -ო, დიახ! ოჯახურ ამბებზე, -შევატყვე, ცოტათი არ ესიამოვნა რაღაც; თანაც, ამ დროს მის გვერდზე მჯდომ ქალს გამოეღვიძა და შილპიმაც უცებ მოკეტა.მივხვდი -ის ქალები ამის ოჯახის წევრები იყვნენ და ფრთხილობდა რაღაცას; მერე ალაპარაკდნენ ინგლისურნარევ ჰინდიზე, მე კი ჩამთვლიმა. გოგო ხომ გავიცანი და ისიც გავიგე, სად მიდიოდა. მეტი რაღა მინდოდა, ჯერჯერობით?...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. რომ ვაღიარო, მხოლოდ გვარის (ქართველის გვარის) გამო წავიკითხავ მეორე თავსაც რომ ვაღიარო, მხოლოდ გვარის (ქართველის გვარის) გამო წავიკითხავ მეორე თავსაც
14. გამართული რატომ უნდა იყოს, როცა ლაზია :) ლაზების თურქულია და იმას ჰგონია, სტამბოლურიაო გამართული რატომ უნდა იყოს, როცა ლაზია :) ლაზების თურქულია და იმას ჰგონია, სტამბოლურიაო
13. გამართული რატომ უნდა იყოს, როცა ლაზია :) გამართული რატომ უნდა იყოს, როცა ლაზია :)
12. ეს სტამბულური კილო არ არის, არც თურქული ტექსტია მთლად გამართული )) თუმცა ბილეთის რიგები ნამდვილად ბევრჯერ მინახავს სტამბულში, რაც არ უნდა 21-ე საუკუნე იყოს ))) ეს სტამბულური კილო არ არის, არც თურქული ტექსტია მთლად გამართული )) თუმცა ბილეთის რიგები ნამდვილად ბევრჯერ მინახავს სტამბულში, რაც არ უნდა 21-ე საუკუნე იყოს )))
11. სტამბულური კილოთი არა? ოჰ ეს იაშარი რა აფერისტი ყოფილა. :) სტამბულური კილოთი არა? ოჰ ეს იაშარი რა აფერისტი ყოფილა. :)
10. "ფილოთ" კი გავიგე, ანუ პილოტი ვარო ესე იგი. :) ისე "კვარიათი" რა საინტერესო ნიკია. :) "ფილოთ" კი გავიგე, ანუ პილოტი ვარო ესე იგი. :) ისე "კვარიათი" რა საინტერესო ნიკია. :)
9. ეგ ნიშნავს: რა ამბავია, გენაცვა, მე მოხუცი ვარ, პენსიონერი პილოტი, ვაახ! - სტამბოლურ კილოზე ეგ ნიშნავს: რა ამბავია, გენაცვა, მე მოხუცი ვარ, პენსიონერი პილოტი, ვაახ! - სტამბოლურ კილოზე
8. საინტერესოა. :) " ბუ ნე აბერ, ჯანუმ, ბენ ბირ იხტიარ, ემექლი ფილოთ, დაა" - რას ნიშნავს?
გადავედი მეორე თავზე. :) საინტერესოა. :) " ბუ ნე აბერ, ჯანუმ, ბენ ბირ იხტიარ, ემექლი ფილოთ, დაა" - რას ნიშნავს?
გადავედი მეორე თავზე. :)
7. ეს თავი აბზაცებად დაყავით, ისე, როგორც მეორე თავი გაქვთ დაყოფილი. კითხვადი გახდება. :) ეს თავი აბზაცებად დაყავით, ისე, როგორც მეორე თავი გაქვთ დაყოფილი. კითხვადი გახდება. :)
5. იმიტომ დავარქვი, რომ ლაქნაუელი ლედის და ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალია :) იმიტომ დავარქვი, რომ ლაქნაუელი ლედის და ქართველი ავანტიურისტის თავგადასავალია :)
4. ეს სათაური რატომ დაარქვით? - " კვარიათი"( უკაცრავად, პირველ კომ-ში ეს ტექსტი წამეშალა). ეს სათაური რატომ დაარქვით? - " კვარიათი"( უკაცრავად, პირველ კომ-ში ეს ტექსტი წამეშალა).
3. არ დაგავიწყდეთ, რომ ფანტაზიას - ავანტიურისტის მონაყოლს კითხულობთ და არა დოკუმენტურ პროზას. ეს პირველი თავია, ასე რომ კინო გრძელდება :) არ დაგავიწყდეთ, რომ ფანტაზიას - ავანტიურისტის მონაყოლს კითხულობთ და არა დოკუმენტურ პროზას. ეს პირველი თავია, ასე რომ კინო გრძელდება :)
2. ასე აშკარად უკეთესია- ტექსტთან ერთად :)
იაშარი ჯერჯერობით ყველაზე ხორცშესხმული პერსონაჟია.
"ხვალვე მანდ გავჩნდები" ფიგურალური გამოთქმაა და არ ნიშნავს ზუსტად მეორე დღეს წასვლას, მგონი. (დავიცავი ავტორი) :)
მორჩა კინო? :)
ასე აშკარად უკეთესია- ტექსტთან ერთად :)
იაშარი ჯერჯერობით ყველაზე ხორცშესხმული პერსონაჟია.
"ხვალვე მანდ გავჩნდები" ფიგურალური გამოთქმაა და არ ნიშნავს ზუსტად მეორე დღეს წასვლას, მგონი. (დავიცავი ავტორი) :)
მორჩა კინო? :)
1. ბრიტანეტის საელჩო ორ დღეში ვიზას არავის აძლევს, არც ორ კვირაში.
თვითმფრიავის ბილეთების რიგი 70-80-იანი წლებია? ინტერნეტბუკინგიტ 10 წუთში სახლში იყიდი. რიგში ჩადგომის მერე კითხვა შევწყვიტე. ბრიტანეტის საელჩო ორ დღეში ვიზას არავის აძლევს, არც ორ კვირაში.
თვითმფრიავის ბილეთების რიგი 70-80-იანი წლებია? ინტერნეტბუკინგიტ 10 წუთში სახლში იყიდი. რიგში ჩადგომის მერე კითხვა შევწყვიტე.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|