ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოჯი
ჟანრი: პოეზია
22 დეკემბერი, 2014


****ვედრება****

წმინდაო მარიამ,დედავ ღვთისაო
გთხოვ შეისმინე ჩემი ვედრება,
ასე ნუ გამრიყავ,მარტოდ ნუ დამტოვებ,
ამ ბნელი ღამის და წყვდიადის ამარა..

ოხ რა ძნელია თურმე განშორება,
უფრო ძნელია მასზე არ იცოდე,
თვალცრემლიანი ვდგავარ შენს წინაშე,
მუხლმოდრეკილი აღვაპყრობ ხელებს..

ვდგავარ და სანთელიც ნელ-ნელა ლღვება,
ლღვება ისევე ვითჩემი გული,
ღმერთო მიცოცხლე,ღმერთო დაიფარე,
ღმერთო დამიბრუნე ამას გევედრები..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები