ყველა თავისი სახმილით იწვის, ჩანაცრულ გულს კი იმედით ივსებს. ნაძვები სერზე, ნემსა წიწვებით, სჩხვლეტენ, ტყის თავზე გადასულ ნისლებს. შენ ალბათ მზესთან დიდხანს იწვები, სანამ იბღავლებს სულით ობლობა. ფიფქები- ზეცის თეთრი პეპლები, წუხელ ჩემ სულთან ახლოს მოთოვა. ერთ დღეს კი როცა დაიპენტები, მონატრების და ვნების ზვირთებით, ჩაყლაპავ მზეს და სულში დატევით, მზიანად ჩემში ჩაიღვენთები. ალეკო მიშელაშვილი