ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისმაელი
ჟანრი: პოეზია
23 დეკემბერი, 2014


* * *

რთველი და თრთვილი დამთვრალი,
რამდენი დროა გამქრალი,
                                  ღმერთო!
მეც დარდზე დარდი დამერთო.


  გზაზე გზირივით ნავალი
  კოპწია იასამანი -
                      ერთ დროს,
  ასჯერ ჩავლილი მეცნო.
                                                   
აღარც ლომგულა დამფრთხალი,
აღარც შუაკერა არ არი,
                        დღეს ხომ
სოფელში სოფელს ვერ ვგრძნობთ


რთველი და თრთვილი დამთვრალი,
რამდენი დროა გამქრალი,
                                  ღმერთო!
მეც დარდზე დარდი დამერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები