 | ავტორი: ტობი ჟანრი: პროზა 24 დეკემბერი, 2014 |
2313 წლის ერთ მზიან დღეს ინტერვიუერი სახლში ეწვია მეტად საინტერესო ადამიანს. გარეთ კი გვიანი გაზაფხული კეკლუცობდა... _ მიამბეთ დროში მოგზაურობის შესახებ. როგორ და რა ხერხით არის შესაძლებელი დროში მოგზაურობა? პირადად მე დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი წარსულში... _ რა საჭიროა ამის გაკეთება, რას მოგცემთ თქვენ დროში გადაადგილება? _ განა საინტერესო არ არის, რა იყო 500 ან 1000 წლის წინათ? _ დროში გადაადგილება უპირველეს ყოვლისა სულიერი განვითარების უმაღლეს დონესთან არის კავშირში, ოღონდ იმ შემთხვევაში თუ წარსულში დაბრუნება გწადია, მოვლენების ეპიცენტრში ვერანაირად ვერ მოხვდებით. წარსულში გამგზავრებული ადამიანი განსხვავებული წრიული ბრუნვის პროცესში ინაცვლებს, რომელსაც სხვადასხვა ამბებში ჩარევის პოტენცია უქრება. _ ოოო, სამწუხაროა. არადა რა საინტერესო იქნებოდა წარსულში დაბრუნება და უშუალოდ ამა თუ იმ სიტუაციაში მონაწილეობის მიღება... _ კაცობრიობის ისტორია სისხლით არის მორწყული. მაინტერესებს წარსულის მოვლენებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას გააკეთებთ? _ არ ვიცი. _ რატომ? თქვენ ხომ ტექნოლოგიურად განვითარებული საუკუნიდან გამგზავრებული ადამიანი იქნებით, რომელსაც ეცოდინება რა მოხდა, რატომ მოხდა და როგორი ქარბორბალა დატრიალდა კაცობრიობის თავზე. ეს დიდი უპირატესობაა კარგი საქმის კეთებისთვის. _ არ ვიცი, არ ვიცი, არ მიფიქრია ამის შესახებ. _ კარგი, გასაგებია, რომ მოინდომო კიდევაც რამის შეცვლა, მაინც არაფერი არ გამოგივა. ასეთია ბუნების კანონზომიერება. _ მაინტერესებს სულიერი გზის გარდა თუ არის შესაძლებელი წარსულში დაბრუნება? _ წარსულში დაბრუნება ფიზიკური ხერხითაც არის შესაძლებელი. ამისათვის საჭიროა სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობა, თუმცა ამ დროს მატერია უსასრულოდ გაიზრდება... მაგრამ მე მყავს მეგობარი. მისი სახელია ტობი*. სწორედ მან იცის თუ რა გზებით შეიძლება მასის ზრდის შეჩერება, ოღონდ რეცეპტის სააშკარაოზე გამოტანას ჯერ არ აპირებს. _ მეცნიერები უკვდავების საშუალებას ეძებენ და როგორც აცხადებენ სწორ გზას ადგანან. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? _ ამ სამყაროში, მატერიალური ფორმით ჩარჩენას არანაირი აზრი არა აქვს. მხოლოდ ერთი დედააზრი არსებობს: ადამიანები უნდა გაეცალონ ამ განზომილებას, ვინაიდან ასეთია ბუნების პროგრამა. _ როგორც ცნობილია თქვენ სულიერი განვითარების უმაღლეს დონეს აღწევთ და წარსულში ბრუნდებით ხოლმე. კაცობრიობის ისტორია კი სისხლით არის მორწყული. მაინტერესებს წარსულის მოვლენებში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, რას გააკეთებთ? _ რომ შემეძლოს ყველაფერს გავაკეთებდი იმისათვის, რომ მოვლენები უკეთესობისკენ შემომეტრიალებინა, მაგრამ როგორც ავღნიშნე წარსულში გამგზავრებული ადამიანი განსხვავებული წრიული ბრუნვის პროცესში ინაცვლებს, რომელსაც სხვადასხვა ამბებში ჩარევის პოტენცია უქრება. სხვა მოცულობა უკვე სულიერი განზომილებაა. ამიტომ, ჩვენ არ მოგვეცემა ამა თუ იმ დროში უშუალოდ მონაწილეობის მიღების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სამყაროს შექმნის ერთიან პროგრამას შევეწინააღმდეგებოდით. ეს თითქმის შემოქმედთან გათანაბრების ტოლფასი იქნებოდა. აი ჩემს მეგობარ ტობის კი რეაქტიული მფრინავი ხომალდით არაერთხელ უმოგზაურია დროში. ტობი უბრალოდ წარსულში დაფრინავს და ამ ფრენას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს. ეს მიზეზი კი თქვენს მიერ ნახსენები უკვდავებაა. _ უკვდავება? _ დიახ! იმ სიჩქარით მოძრაობის პირობებში, რომელიც სინათლის სიჩქარეს აღემატება _ ხდება დროის უკან სვლა, ხოლო ტობი, აგერ უკვე სამასი წელიწადია თავის ოჯახთან ერთად ყოველ ოც წელიწადში ერთხელ ირმის ნახტომის გალაქტიკაში წარმოუდგენელი სისწრაფით დაფრინავს და ახალგაზრდობას, უფრო მეტიც, სიცოცხლეს ინარჩუნებს. _ ოოო, ეს მართლაც დაუჯერებელი ამბავია... _ თქვენი ნებაა, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. _ გამაცნობთ ბატონ ტობის, საინტერესო იქნება მასთან ინტერვიუს ჩაწერა. _ გაგაცნობთ, მაგრამ ინტერვიუზე უკვე ძალიან დიდი ხანია უარს ამბობს. როგორც თვითონ მითხრა, მასთან ბოლო ინტერვიუ სამასი წლის წინ მალთაყვის სანაპიროზე ჩაუწერიათ. _ სამწუხაროა. _ რა გაეწყობა. _ კარგით, დავუბრუნდეთ ჩვენს თემას და გთხოვთ მიპასუხოთ, თქვენს მიზანს რა წარმოადგენს, როცა სულიერი შესაძლებლობების ხარჯზე უბრუნდებით ხოლმე წარსულს? _ ჩემს მიზანს მოვლენების გვერდიდან ყურება და სმენა წარმოადგენს. _ რას უყურებთ და რას უსმენთ წარსულში? _ მაცხოვარს, უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს! _ ქრისტეს? _ დიახ ქრისტეს!!! მე იმ პერიოდს ვუბრუნდები, როდესაც უფალი მოციქულებს მოძღვრავდა. მეც მათთან ვარ და ვუსმენ უფალს. მე მეცამეტე მოციქული ვარ! როდესაც ინტერვიუერი მასპინძელს დაემშვიდობა და სახლი დატოვა, უმალ ქალის ხმა გაისმა! _ ტობ ნახე ტელევიზიით რას უჩვენებენ... ეს ქალი ტობის მეუღლე იყო, ხოლო ხანშიშესულ, დროში გარდატეხილ ტობის უკვე კარგა ხანია განზრახული ჰქონდა, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკაში რეაქტიული მფრინავი ხომალდით სინათლის სიჩქარეზე სწრაფად აღარ ეფრინა.
2014 წელი
სქოლიო:
*ტობი _ 1) იხილეთ მოთხრობა _ „დროში გარდატეხილი ტობი“. 2) ეს უძველესი სახელია, რომელიც გვხვდება ძველი აღთქმის წიგნში _ ნეფთალემის ტომის წარმომადგენელი ტობი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. საინტერესოა... მომწონს ის რომ ასე მსუბუქი ფორმით ეხებით ისეთ სამეცნიერო და სულიერ თემებს როგორიცაა, სხვა განზომილება , დროში გასვლა ...:-* საინტერესოა... მომწონს ის რომ ასე მსუბუქი ფორმით ეხებით ისეთ სამეცნიერო და სულიერ თემებს როგორიცაა, სხვა განზომილება , დროში გასვლა ...:-*
6. არასდროს არ ვისურვებ წარსულში დაბრუნებას არ სულიერად და არც ფიზიკურად, წინ წინ და მარადისობა...
როგორ განსხვავებულად აზროვნებ ტობი, მომწონს მე
არასდროს არ ვისურვებ წარსულში დაბრუნებას არ სულიერად და არც ფიზიკურად, წინ წინ და მარადისობა...
როგორ განსხვავებულად აზროვნებ ტობი, მომწონს მე
5. საინტერესოა, გთხოვ ავტორო, დაუაროთ კიდევ ერთხელ, სტილისტიკა და დროები გაასწოროთ. სიუჟეტი მომწონს და კარგი იქნებდა თუ ცოტას გაამხატვრულებდით. :)
საინტერესოა, გთხოვ ავტორო, დაუაროთ კიდევ ერთხელ, სტილისტიკა და დროები გაასწოროთ. სიუჟეტი მომწონს და კარგი იქნებდა თუ ცოტას გაამხატვრულებდით. :)
4. რაც შეეხება წარსულში დაბრუნებასა და ცვალებადობის პროცესს, ის უფრო მარტივი იქნება კოსმსური ეპოქიდან პრიმიტიულში, ვიდრე პირიქით. მეცნიერული თვალსაწიერით ეს სავარაუდოდ ასეა თუ არ ვცდები და თანაც შესაძლებლად მოაზრებული მხოლოდ წრებრუნვით.მთავარი და მნიშვნელობანია მოვლენათა დაკვირვები შრესაძლებლობა, რომელსაც გამოიყენებ საინტერესო ინფორმაციიც შესაძენად და შემდგომი რეალური შედეგების მისაღწევად. და ა. შ. და ა. შ. გმადლობთ. პატივისცემით, ნექტარი. რაც შეეხება წარსულში დაბრუნებასა და ცვალებადობის პროცესს, ის უფრო მარტივი იქნება კოსმსური ეპოქიდან პრიმიტიულში, ვიდრე პირიქით. მეცნიერული თვალსაწიერით ეს სავარაუდოდ ასეა თუ არ ვცდები და თანაც შესაძლებლად მოაზრებული მხოლოდ წრებრუნვით.მთავარი და მნიშვნელობანია მოვლენათა დაკვირვები შრესაძლებლობა, რომელსაც გამოიყენებ საინტერესო ინფორმაციიც შესაძენად და შემდგომი რეალური შედეგების მისაღწევად. და ა. შ. და ა. შ. გმადლობთ. პატივისცემით, ნექტარი.
3. რამდენიმე წლის უკან, " მსოფლიოს სააგენტოებმა გადასცეს ცნობა, რომ აშშ-ში დაიხურა დროში გადაადგილების მეცნიერული კვლევის პროექტი, რადგან შედეგები არსებული რეალობის სერიოზული შეცვლის საშიშროების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს." :)
რამდენიმე წლის უკან, " მსოფლიოს სააგენტოებმა გადასცეს ცნობა, რომ აშშ-ში დაიხურა დროში გადაადგილების მეცნიერული კვლევის პროექტი, რადგან შედეგები არსებული რეალობის სერიოზული შეცვლის საშიშროების მატარებელი შეიძლება აღმოჩნდეს." :)
2. გამარჯობა ნექტარო! რადგან ჩვენ ახლანდელ დროში ვცხოვრობთ, წარსულში დაბრუნების შემთხვევაში ადამიანი აღმოჩნდება სრულიად უცხო ცვალებადობის პროცესში - მისთვის წრიული ბრუნვა განსხვავებული იქნება. შესაძლებელია გადაინაცვლო წინ ან უკან, მაგრამ იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელშიც არსებობ. აქედან გამომდინარე მოვლენების დაკვირვება, მხოლოდ გვერდიდან გახდება შესაძლებელი ანუ ამბავში უშუალო მონაწილეობას ადამიანი ვერ შეძლებს. P.S. მოთხრობა კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა - მისტიკურიც შეიძლება ვუწოდოთ :) გამარჯობა ნექტარო! რადგან ჩვენ ახლანდელ დროში ვცხოვრობთ, წარსულში დაბრუნების შემთხვევაში ადამიანი აღმოჩნდება სრულიად უცხო ცვალებადობის პროცესში - მისთვის წრიული ბრუნვა განსხვავებული იქნება. შესაძლებელია გადაინაცვლო წინ ან უკან, მაგრამ იმ მდგომარეობის მიხედვით, რომელშიც არსებობ. აქედან გამომდინარე მოვლენების დაკვირვება, მხოლოდ გვერდიდან გახდება შესაძლებელი ანუ ამბავში უშუალო მონაწილეობას ადამიანი ვერ შეძლებს. P.S. მოთხრობა კი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა - მისტიკურიც შეიძლება ვუწოდოთ :)
1. მშვენიერია. 24/12/14წ. მაგრამ, მერწმუნეთ, ბატონო ტობ! თუ წრებრუნვაა, მაშინ, წრებრუნვის მაშტაბით ამბებში ჩარევის პოტენცია კი არ გაქრება, არამედ, გააქტიურდება და უსასრულო მაშტაბებს გასცდება. ტექნოლოგიურიდან პრიმიტიულში, საოცარი გასავლელი გზაა წარმოსადგენადაც კი. ბედნიერი გზა. რამდენს კარგს ჩვევას, თვისებას, სიბრძნეს შეიძენს ადამიანი. განა იქიდან არ მოვედით აქ? განა იმ საფუძველს არ შენდება დღემდე სიმაღლეები? განა ცოტაა კიდევ დასაშენებებელი და შესასწორებელი?. მაგრამ იქ მეტად საინტერესოა ის რაც დღემდე დაუნახავი და დაუშენებელი დარჩა. სწორედ ამ მოგზაურობისას ხელსაწიფი გახდება აქამდე დაუნახავ-დაუშენებლის დანახვა და მისი სრულქმნა, სრულყოფა. ბატონო ტობ! მგონი სწორი მიმართულებაა იმდღევცანდელი ჩემი მოწოდებისა, რას იტყვით, არ ვიცი. საინტერესოა ისიც, როცა მეცნიერები უკვდავების საშუალებას ეძებენ და სწორ გზაას ადგანან ჩვენ რას და როგორ უნდა მოვიქცეთ... " მოიპოვე სიმდაბლითა სიმაღლე" თუ არის რამ მისგან განსხვავებული თუ უკეთესი? გვამცნეთ ლოგიკური გზით გთხოვთ. პატივისცემით, ნექტარი. მშვენიერია. 24/12/14წ. მაგრამ, მერწმუნეთ, ბატონო ტობ! თუ წრებრუნვაა, მაშინ, წრებრუნვის მაშტაბით ამბებში ჩარევის პოტენცია კი არ გაქრება, არამედ, გააქტიურდება და უსასრულო მაშტაბებს გასცდება. ტექნოლოგიურიდან პრიმიტიულში, საოცარი გასავლელი გზაა წარმოსადგენადაც კი. ბედნიერი გზა. რამდენს კარგს ჩვევას, თვისებას, სიბრძნეს შეიძენს ადამიანი. განა იქიდან არ მოვედით აქ? განა იმ საფუძველს არ შენდება დღემდე სიმაღლეები? განა ცოტაა კიდევ დასაშენებებელი და შესასწორებელი?. მაგრამ იქ მეტად საინტერესოა ის რაც დღემდე დაუნახავი და დაუშენებელი დარჩა. სწორედ ამ მოგზაურობისას ხელსაწიფი გახდება აქამდე დაუნახავ-დაუშენებლის დანახვა და მისი სრულქმნა, სრულყოფა. ბატონო ტობ! მგონი სწორი მიმართულებაა იმდღევცანდელი ჩემი მოწოდებისა, რას იტყვით, არ ვიცი. საინტერესოა ისიც, როცა მეცნიერები უკვდავების საშუალებას ეძებენ და სწორ გზაას ადგანან ჩვენ რას და როგორ უნდა მოვიქცეთ... " მოიპოვე სიმდაბლითა სიმაღლე" თუ არის რამ მისგან განსხვავებული თუ უკეთესი? გვამცნეთ ლოგიკური გზით გთხოვთ. პატივისცემით, ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|