| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 27 დეკემბერი, 2014 |
დროდადრო ვკარგავ ყველა სახის უბრალოებას, თუნდაც სნობიზმის აღარ მრჩება ნატამალიც კი და შენს თვალებში მოშენებულ უბრ ალოეებს რაღაც ბავშვური შემართებით მინდა გავექცე და მერე ისევ შევიხვედრო, როგორც კინოში, თეატრში, გზაში, ავტობუსში, გლდანში, პეკინზე, მეცმევა სადა, რუხი ფერის მე - მაკინტოში, შენ კი - წითელი ქვედა ბოლო მერი პოპინსის, წავალთ უმიზნოდ, სახელიან რამე გამზირზე ან უსახელო ქუჩის კვეთით მყუდრო კაფემდე... სადაც კენტ ნომრებს უსაფუძვლოდ უნდა ვუმზირო, სადაც ჩილიმით გვიმასპინძლებს ვინმე ეფენდი, მოვწევთ ფორთოხლის ან უკეთეს შემთხვევაში კი ალუბლის ჯერით გაზავებულ არომატიანს... გაცდება პლატონს-ძირგამოთხრილს ჩემი არშიყი და ეს სიბნელეც-ჩვენი ფლირტის მემატიანე გაჟონავს მიღმა მაგ თვალების, თუმცა ანთებულ სანთლებს რომ ჰგვანან, დღეს წინაშე კათაკმეველის; მოიმიზეზებ, რომ უცილოდ გაგვიანდება სახლში, რადგანაც დედა, მერე კატა მოგელის, რომელსაც შია და უყიდო გინდა ვისკასი- ესეც სნობიზმი, რითიც იცავ უბრალოებას... ვერ შეგიტყუე ვერასძალით ჭიქა ვისკიზე, რომ შენს თვალებში მოშენებულ უბრ ალოეებს გავექცი ბავშვი, სახელიან რამე გამზირზე ან უსახელო ქუჩის კვეთით მყუდრო კაფემდე, სადაც კენტ ნომრებს უსაფუძვლოდ უნდა ვუმზირო, სადაც ჩილიმით გვიმასპინძლებს ვინმე ეფენდი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. და ნაწილ-ნაწილ? :)) და ნაწილ-ნაწილ? :))
8. მთლიანობაში კარგი იყო...:) მთლიანობაში კარგი იყო...:)
7. ჭეშმარიტად ასეა... ჭეშმარიტად ასეა...
6. +.28/12/14წ. არის კარგიც და შესაცნობი სევდაც მორეული. ნექტარი. +.28/12/14წ. არის კარგიც და შესაცნობი სევდაც მორეული. ნექტარი.
3. მე და უილ სმიტს ერთ დღეს გვაქვს :) მე და უილ სმიტს ერთ დღეს გვაქვს :)
2. :)) ხომ ხარ ახლა ღირსი, გკითხოს კაცმა ( ქალმა) , "უბრი ალოეები" რა არისო? ;)
კატას რო აუცილებლად "ვისკასი' უნდა უყიდო, ეგაა სნობიზმის ყველაზე ნათელი გამოვლინება :)
ელიავა, დასწრებაზეა ყველაფერი :))
:)) ხომ ხარ ახლა ღირსი, გკითხოს კაცმა ( ქალმა) , "უბრი ალოეები" რა არისო? ;)
კატას რო აუცილებლად "ვისკასი` უნდა უყიდო, ეგაა სნობიზმის ყველაზე ნათელი გამოვლინება :)
ელიავა, დასწრებაზეა ყველაფერი :))
1. შე სმიტის ქურდო:) შე სმიტის ქურდო:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|