ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პროზა
30 დეკემბერი, 2014


Happy New Year! ( პოეტური პროზა)

ამ წინასაახალწლოდ სახლის დაწვა იქნებოდა? ვინ იცის, ნაქირავები ჰქონდა სულაც.
ავტობუსის გაჩერებაზე ვიდექით კინო "საქართველოს" წინ. რამდენიმე გავუშვით. ბევრი ხალხია მეთქი.
ბოლოს, ოდნავ უხალხოოდან შუახნის კაცი ჩამოვიდა. ღვინიანი ბოცები ჩამოაწოდეს. ის ავტობუსიც გავუშვით. ვთხოვე, დაგეხმარები მეთქი. თავიდან იუარა, მერე მაინც დავიყოლიეთ. აქვე ვცხოვრობო-გზაში გვითხრა. ერთხანს უხმოდ მივდიოდით. სასწრაფოსა და სახანძრო მანქანების ხმამ მომაფხიზლა. რამდენიმე მივითვალე...
თმოგვის ქუჩიდან შავი კვამლი ამოდიოდა. ერთი კი ვიფიქრე, გავიქცევი და ღვინოსაც მივასხამ მეთქი, მაგრამ ბერიკაცის მომერიდა. ვინ იცის, იქნებ მასაც ისევე სჭირია ღვინო, როგორც სახლი, იმ უბედურს.
ქუჩის კუთხეში ბებიამ ატირებულ შვილიშვილს ნუგეში მისცა:
"ნუ ტირი, ბებო, შენთან არ მოდიან, სხვისი სახლი იწვისო"...
მივედით. მოგვიმადლობა. თითო დაილოცეთო. ვიუარეთ. წამოვედით.
დადიანზე, სანტას ფორმაში გადაცმული ბიჭები ველოსიპედებით დაჰქროდნენ. საჩუქრებსაც არიგებდნენ გზადაგზა.
პირველივე ავტობუსს გამოვყევით.
თმოგვის ქუჩის შავი კვამლი თეთრმა შეცვალა.
ალბათ ჩააქრესო-მეგობარმა...
დამდეგს გილოცავთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები