ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2015


ლაშა მარგიანს

დღეს ბნელ ღამეში ერთმანეთის სუნი მოვიცვით
მხრებზე, ისე რომ გაგვეწმინდა სულში ნალექი,
ვეცდებით ძმაო ერთად ვიყოთ თუმცა ხომ ვიცით,
ქუჩებს ავსებენ მეძველმანე თავისქალები.

მოდი რაც არის გავუმხილოთ ყველას უკლებლივ,
საყოველთაო სიკვდილი რომ ჩვენ არ გვეხება,
რომ ჩვენ არასდროს მოგვიხრია სხვებთან მუხლები
და ვინც მოხარა მათ სიცოცხლე გაუნახევრდათ.

ვიცი ჩვენს სხეულს დაყვებიან ჩრდილად ცოდვები,
და უცოდველი ღმერთია და ისიც ჯვარზე ჰყავთ,
ხოლო ვინც ცდილობს თავს უშველოს განმარტოებით,
მას თავის თავიც ღალატობს და ვერსად მყარდება.

ჰოდა ჩვენ ვიყით ჩემო ძმაო ასე დრო და დრო,
ამ თაროების ერთფეროვან სამყაროს მიღმა,
თორემ ხომ ხედავ დედამიწაც ვეღარ მოძრაობს,
უკვე იმდენი ვიღაც ირგებს პოეტის ნიღაბს.

ჩვენ კი ამაღამ ერთმანეთის სუნი მოვიცვით,
მხრებზე ისე რომ გაგვეწმინდა სულში ნალექი,
ძმაო ერთად ვართ და ვიქნებით მაგრამ ხომ ვიცით,
ქუჩებს ავსებენ მეძველმანე თავისქალები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები