ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოეზიის ქარონი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
31 დეკემბერი, 2014


აპოკალიფსი მოდის?

დღეს ბევრი ვიმოძრავე ქალაქში, მრავალი ტრანსპორტი გამოვიცვალე და უამრავი ხალხი ვნახე, ნაცნობი თუ უცნობი და ერთმა ფაქტმა შემძრა: დასაფიცრადაც კი, ერთი სახე ვერ ვნახე ღიმილიანი, ვერცერთი, ყველას სახეზე ტრაგედია ეხატა. ყველას უკლებლივ. მეც გადმომედო ეს განწყობა და ბათუმში მარტოდმარტო დარჩენილს საქმეების მიზეზით, შემეზარა საახალწლო სამზადისი. მთელი დღე სამსახურში გავატარე და შინ გვიან დავბრუნდი ორი ფენოვანი ხაჭაპურის ამარა, რომელიც საცხობში არ გამეყიდა და გადასაგდებად დამენანა.
მოვედი და ვფიქრობ: -რა ჭირს ხალხს, რატომ არ უხარიათ დღევანდელი დღესასწაული თქო და ერთ დასკვნამდე მივედი. სიდუხჭირე. გაუსაძლისი სიდუხჭირე და კითხვა: საიდან.?? რით??
ხალხო, ჩემო ამტანებო, გაუძელით, უკაასკნელი ძალა მოიკრიბეთ და შემოუძახეთ თავს. მერე რაა რომ გოჭი ვერ იყიდე და ხამსას რიგში იდექი დღეს, მერე რაა რომ შენს შვილს თოვლის ბაბუმ საჩუქრები ვერ უნდა დაუტოვოს კართან, მერე რაა რომ ახლა ისე გენატრება შვილები რომ სკაიპითაც ვერ ურეკავ იმის შიშით რომ ცრემლები არ დაანახო, მერე რაა რომ კარზე კაკუნის გეშინია, უცხო სტუმარი არ იყოსო,მერე რაა რომ ახალ წელს ღვინოს ნაცვლად წყალს დალევ და ერთ 5 თეთრიან სასროლსაც კი არ ისვრი... არაუშავს, დღეს არაა, ხვალ იქნება. დღეს ვერ დათვრები, ხვალ გაქვს ამისი შანსი თუნდაც მეზობელთან. მთავარია ცოცხალი ხარ, ჯანმრთელი შენ თუ მთლად ვერა, შვილები გყავს ჯანმრთელად და რაც ყველაზე დიდი ქონებაა, -იმედი გაქვს, იმედი, რომ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემო კარგებო, მიუხედავად იმისა რომ ერთი წელი სიცოცხლე მოგვაკლდება ახალი წლის შემობრძანებით, მაინც გილოცავთ, რადგან შევძელით და კიდევ ერთი წელი ვიცოცხლეთ, კიდევ გვაქვს იმედიცა და შესაძლებლობაც, მრავალ ახალ წელს მოვესწროთ. მთავარია, ყოველი მომავალი წელი წინაზე უკეთესი და ბევრად უფრო იმედიანი ყოფილიყოს. გაიღიმეთ, ახალი წელი მოდის, განა აპოკალიფსი. გილოცავთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები