ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უოლტერი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2015


სიმშვიდის არეულობა

ოთხ კედელს შუა შენ ისევ ზიხარ
როგორც მოხუცი,ოხრავ და ხვნეში..
მარადიული შეკითხვა:ვინ ხარ?
ისევ ტრიალებს ქვეცნობიერში..
მკვდარ სიჩუმეში რატომღაც ითვლი,
საათზე წამებს,გზაზე კი მეტრებს..
და პირველ სიმზე გაქვავდა თითი,
როცა უკრავდი "nothing else metters-ს".
თვალები თითქოს გაყინა ფიქრმა..
რწმენის უკანაც უიმედობა..
ყოველი აზრი დაგრჩა გულს მიღმა..
მოელი მხოლოდ სულის შენდობას..
ამ სამყაროსთვის უცხო გრძნობები,
ბორგავენ შენში და ქვავდებიან..
სული დამჭკნარა დამშვიდობებით,
როგორც საფლავზე ყვავილებია..
სული ამდენ ხანს შვებას ეძებდა,
ვერ ნახა,უკვე ლოდინს ვერ იტან..
სიმებს ბოლოჯერ ააჟღერებ და
წახვალ უეცრად შენ ამ ქვეყნიდან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები