- შემიძლია შთაგაგონო ათასნაირი რამ. მაგალითად, რომ ხანდახან ადამიანებს ხმიდან ყვავილები სცვივათ. და შენ ისწავლი აღქმას.
სახეზე ღიმილი გადაეფინა. სავარცხელი მაგიდაზე დავდე და სქელ, წაბლისფერ თმაზე თითები კიდევ ერთხელ ჩამოვუსვი.
- ჩემი მეგობარი, ბეტი, ამბობს, რომ ჯადოქარი ხარ. გამეცინა. - შენი წასვლის დროა, ჰეილ, დედა ინერვიულებს.
სკამიდან ჩამოხტა და უთქმელად გაიქცა. კიბეებთან ფეხის ხმა რამდენიმე წამს შეწყდა. მერე მესმოდა, როგორ მობაკუნობდა უკან, ჩემი ოთახისაკენ. კარებთან გაჩერდა, ფეხები როგორღაც მოღრიცა, საჩვენებელი თითები ერთმანეთს გადააჭდო და კედელზე ჩამოკიდებულ ნახატს მიაჩერდა. - მამაჩემი დარდს გადაყვა. - ვუყურებდი და ვერ ვხვდებოდი, ასე პატარას როგორ შეიძლებოდა ჰქონოდა ასეთი მზერაგამხმარი თვალები. ჰო, ტომი ისე ლამაზად ხატავდა, ზუსტად ასე უნდა გარდაცვლილიყო. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ უბედური შემთხვევის ან სიბერის გამო სიკვდილი არ შეეფერებოდა. - შენი აზრით, სად არის? - ახლა მე მომაჩერდა. - არ ვიცი, ჰეილ. შენ ჭკვიანი გოგო ხარ. მითხარი, რაიმე მნიშვნელობა აქვს, ახლა სად იქნება, როცა ფაქტია, რომ აქ აღარ არის? შენზეა დამოკიდებული, მიაჩერდები ცას თუ იგრძნობ ყველგან.
ყოველთვის, როცა ჩემგან მიდის, მცვივა სიტყვები, რომ მინდა ხშირად და ბოლომდე ვახსოვდე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. Mokle da dasamaxsovrebeli Mokle da dasamaxsovrebeli
17. ყოველთვის, როცა ჩემგან მიდის, მცვივა სიტყვები, რომ მინდა ხშირად და ბოლომდე ვახსოვდე. ყოველთვის, როცა ჩემგან მიდის, მცვივა სიტყვები, რომ მინდა ხშირად და ბოლომდე ვახსოვდე.
16. საძმოს წევრი :)" ფერვალი" :) საძმოს წევრი :)" ფერვალი" :)
15. განწყობა მოაქვს ხოლმე შენს ნაწერებს (ეს არის მთავარი) და თუ მთლად შემდგარი (თავისი შესავლით, განვითარებით, კულმინაციითა და რეზიუმეთი) არ იქნება დიდი ამბავი. მეც მიყვარს თავაშვებულობა სტილის მხრივ წერისას და სულ არ მადარდებს დანარჩენი :)) გირჩევ არც შენ იდარდო ამაზე.
კორტასარის კლასობანა მთლად მოზაიკაა, მაგრამ გენიალურია. მიყვარს ,, განწყობა მოაქვს ხოლმე შენს ნაწერებს (ეს არის მთავარი) და თუ მთლად შემდგარი (თავისი შესავლით, განვითარებით, კულმინაციითა და რეზიუმეთი) არ იქნება დიდი ამბავი. მეც მიყვარს თავაშვებულობა სტილის მხრივ წერისას და სულ არ მადარდებს დანარჩენი :)) გირჩევ არც შენ იდარდო ამაზე.
კორტასარის კლასობანა მთლად მოზაიკაა, მაგრამ გენიალურია. მიყვარს ,,
14. დღევანდელ დღეს გილოცავ!!! რაც შეეხება შელოცვას კარგია, ნორმალურია..... დღევანდელ დღეს გილოცავ!!! რაც შეეხება შელოცვას კარგია, ნორმალურია.....
13. ფერო ფერო.. კაია ფერო ფერო.. კაია
12. მარიამი კაი გოგოა. კარგად წერს მარიამი. ნეფერტარ ძმაკაცს ნუ მილანძღავ,ვღიზიანდები მასეთებზე :)) მარიამი კაი გოგოა. კარგად წერს მარიამი. ნეფერტარ ძმაკაცს ნუ მილანძღავ,ვღიზიანდები მასეთებზე :))
11. რაო. რაზე იღიმები ლამაზმანო, ჩემი ხმიდან გადმოპნეული ყვავილები დაინახე? =))
რაღა სერგეი შენთვის და რაღა ოდიშელი სანდრესთვის, ერთმანეთზე უნდა გადააბა და გადაყარო ყვირილაში.
რაო. რაზე იღიმები ლამაზმანო, ჩემი ხმიდან გადმოპნეული ყვავილები დაინახე? =))
რაღა სერგეი შენთვის და რაღა ოდიშელი სანდრესთვის, ერთმანეთზე უნდა გადააბა და გადაყარო ყვირილაში.
10. მე ის არ მესმის,ასეთი ავტორის ნაწერზე ასეთ კომენტარს რატომ წერ სერგეი, ეს ძალიან კარგი ნაწერია, ამ ავტორს თავისი სტილი აქვს და თავისებურად წერს, ყველა შენნაირად მაღალირონიულ ტექსტებს ვერ დაწერს, ამ ავტორს მე საერთოდ არ ვიცნობ,უბრალოდ ძალიან მაგრად წერს და არ შეიძლება ასე. და ჰო, ოცდამეერთე საუკუნეში ნამდვილად სირცხვილია "მუმლიმუხასაო ლექსები"
მე ის არ მესმის,ასეთი ავტორის ნაწერზე ასეთ კომენტარს რატომ წერ სერგეი, ეს ძალიან კარგი ნაწერია, ამ ავტორს თავისი სტილი აქვს და თავისებურად წერს, ყველა შენნაირად მაღალირონიულ ტექსტებს ვერ დაწერს, ამ ავტორს მე საერთოდ არ ვიცნობ,უბრალოდ ძალიან მაგრად წერს და არ შეიძლება ასე. და ჰო, ოცდამეერთე საუკუნეში ნამდვილად სირცხვილია "მუმლიმუხასაო ლექსები"
9. ალბათ მე არ მესმის ამ ტექსტის გენიალურობა, ეტყობა ის მომენტია როცა ადამიანებმა ყველაფერი გაამარტივეს. პოეზიაში მიაყურისძირეს და მოკლეს რითმა, ეტყობა სირცხვილია 21-ე საუკუნეში წერო რითმით, ასევე პროზაში...
ახლა სულ ახალ კონცეპციას შემოგთავაზებთ, უბრალოდ აიღეთ კლავიატურა , დაარტყით თავი....რაც დაიწერება, გადაიტანეთ საიტზე, მერე კიდევ დაარტყით...და ასე , ასე შეიძლება 25-ე საუკუნის მწერლობას (თუ დარჩა მანამდე ) მივუახლოვდეთ....:)))) ალბათ მე არ მესმის ამ ტექსტის გენიალურობა, ეტყობა ის მომენტია როცა ადამიანებმა ყველაფერი გაამარტივეს. პოეზიაში მიაყურისძირეს და მოკლეს რითმა, ეტყობა სირცხვილია 21-ე საუკუნეში წერო რითმით, ასევე პროზაში...
ახლა სულ ახალ კონცეპციას შემოგთავაზებთ, უბრალოდ აიღეთ კლავიატურა , დაარტყით თავი....რაც დაიწერება, გადაიტანეთ საიტზე, მერე კიდევ დაარტყით...და ასე , ასე შეიძლება 25-ე საუკუნის მწერლობას (თუ დარჩა მანამდე ) მივუახლოვდეთ....:))))
8. შელოცვის არაფერი სცხია :D შელოცვის არაფერი სცხია :D
7. პირველი წინადადების მერე შეგიძლია საერთოდ შეწყვიტო კითხვა.
შენს ნაწერებში ზაფხულის დღეა. ჩუმი და გაწელილი.
რადიო.
პირველი წინადადების მერე შეგიძლია საერთოდ შეწყვიტო კითხვა.
შენს ნაწერებში ზაფხულის დღეა. ჩუმი და გაწელილი.
რადიო.
6. " ყოველთვის, როცა ჩემგან მიდის, მცვივა სიტყვები, რომ მინდა ხშირად და ბოლომდე ვახსოვდე". " ყოველთვის, როცა ჩემგან მიდის, მცვივა სიტყვები, რომ მინდა ხშირად და ბოლომდე ვახსოვდე".
4. საინტერესოა) საინტერესოა)
1. "მზერაგამხმარი თვალები".
ჰმ. ერთხელ ზუსტად ეს სიტყვა მჭირდებოდა და ვერ მოვიფიქრე.
"მზერაგამხმარი თვალები".
ჰმ. ერთხელ ზუსტად ეს სიტყვა მჭირდებოდა და ვერ მოვიფიქრე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|