5. წარმატებები. წარმატებები.
4. მადლობა ოთარ, ნამდვილი ენციკლოპედია ხარ მადლობა ოთარ, ნამდვილი ენციკლოპედია ხარ
3. ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე
1962 წელს რიო დე ჟანეიროს მახლობლად ცეცხლმოდებული თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა. პროფესორმა ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი ერთ უბილეთო გოგონას დაუთმო, თვითონ კი ცურვა არ იცოდა და დაიღუპა.
I
მკერდშენგრეული ბოინგი მკვდარ ვეშაპივით ტოკავს, ზღვა თავზე წაუხურია, როგორც კეისარს ტოგა.
ჯგლეთა...ყვირილი...ჩოჩქოლი...და განწირულთა შიში ჯერ კიდევ აუფეთქებელ ნაღმის წააგავს შიშინს.
ისვრის შტურმანი ბრძანებებს... მაშველ რგოლივით ისვრის, ჟილეტს იცვამენ... ძებნა აქვთ სკამის ნატეხის, ფიცრის.
კარს აწყდებიან ზრიალით... ზღვაც იფოფრება სამტროდ, ამ ცოდვის ორომტრიალში ძაღლი ვერ იცნობს პატრონს.
და როცა მთლად შეიშალნენ მოსალოდნელი საფრთხით, ბავშვის ტირილი გაისმა, როგორც ჭყლოპინი ბარტყის.
უბილეთოა გოგონა... და უპირველეს ყოვლის, არც ჟილეტი აქვს საბრალოს, და არც მაშველი რგოლი.
ვიღაცამ რგოლი მოიხსნა...თავი გადადო მსხვერპლად... და იმ წამს შარავანდედი საკუთარ ხელით ეპყრა.
II
„დედაენით“ გაზარდეს, მეგრულ იავნანურით, ავთანდილის ანდერძით, ცოტნეს ცხენის თქარუნით, საწყალ ხარის ტირილით, ჩიორას სიბრალულით, მაგრამ პირველ ყოვლისა, ბავშვების სიყვარულით ფრთებს ისხამენ ქართული ჯეჯილ-სალამურები, მგლის ლეკვები ქართული, ქართული ამურები.
III
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, ო, დიდი ერის, მისის, ქვეყანამ იცის ამიტომ დიდებულება მისი.
თქვენ დიდი ერის შვილი ხართ, მაგრამ იცოდეთ ბარემ, არის პატარა კოლხეთიც - დიდთა რაინდთა მხარე.
მისის, თქვენ უკვე გათხოვდით, თქვენ უკვე გქვიათ დედა, ბედნიერი ხართ ძვირფასო, ბედნიერი ხართ მეტად, და ვინც სიცოცხლე გაჩუქათ, თუ გახსენდებათ ნეტა?
თქვენ გესიზმრებათ ის კაცი, და ვერ ივიწყებთ, რადგან მაშველი რგოლი იმ სულმნათს შარვანდედად ადგას.
მობრძანდით, როგორც შვილობილს, ისე მიგიღებთ, მისის, მობრძანდით, ძველი ერი ვართ, ვის როგორ დავხვდეთ, ვიცით.
P.S. "გვიყვარს მზე, მთვარეც ქართული, მაგრამ ორივე მგონი, ცად გვიკიდია სტუმრისთვის, როგორც მაშველი რგოლი!"
შოთა ნიშნიანიძე
ბალადა პროფესორ ჟორდანიას გმირობაზე

2. არ ვიცოდი,რამე მოგვიყევი იოსებ ჟორდანიაზე არ ვიცოდი,რამე მოგვიყევი იოსებ ჟორდანიაზე
1. მამა ილიას გმირობა იოსებ ჟორდანიას გმირობის გამეორება იყო 52 წლის შემდეგ, უფალმა ნათელში ამყოფოს. მამა ილიას გმირობა იოსებ ჟორდანიას გმირობის გამეორება იყო 52 წლის შემდეგ, უფალმა ნათელში ამყოფოს.
|