დღეს შობა არის! მადლი ბარდნის ციდან ფანტელებს. არა და, მხოლოდ თოვლს ელიან ისევ ქალაქში.... ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.
შენ დასაკარგად გენანება უძღები შვილი.... ჩვენ კი ნგრევაში, როგორც წესი, ვბაძავს ვანდალებს, ლოცვად დამდგარნი, შენს წინაშე სხვის აუგს ვჩივით და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ
სინანულისთვის, რომელიც რომ საერთოდ არ გვაქვს!... დაგმანულია სული მუდამ ცხრაჯერ ცხრა კარით.... და იმდენს ვქექავთ ერთმანეთის გადაყრილ ნაგავს, რომ საბოლოოდ კერძი ვხდებით (ყველა!) სატანის.
დღეს შობა არის! უფლის მადლს ჰგავს დღეს ფანტელები, - ბარდნის და მაინც იკარგება ზღვაში წვეთივით... და რადგან ვცხოვრობთ ერთმანეთით გულნატკენები, შენ გახსენებთ და უღმერთობის ჭაპანს ვეწევით...
დღეს შობა არის! წეღან ციდან მადლი ბარდნიდა, არა და მხოლოდ თოვლს ელოდნენ ისევ ქალაქში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ++ <<ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.>>
<<და რადგან ვცხოვრობთ ერთმანეთით გულნატკენები, შენ გახსენებთ და უღმერთობის ჭაპანს ვეწევით...>>
++ <<ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.>>
<<და რადგან ვცხოვრობთ ერთმანეთით გულნატკენები, შენ გახსენებთ და უღმერთობის ჭაპანს ვეწევით...>>
14. მშვენიერია) მადლობა ავტორს)) 5 მშვენიერია) მადლობა ავტორს)) 5
12. ნუ ამჯერად დავტოვოთ ასე იმედია არ მიწყენთ :) ნუ ამჯერად დავტოვოთ ასე იმედია არ მიწყენთ :)
11. ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ - აქ მიმართავ ღმერთს, ხო? და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე. - აქ უკვე ღმერთზე მესამე პირში ლაპარაკობ. სჯობს, ისევ მიმართო - შენს გარე-თქო, ან რა ვიცი, შენებურად იტყვი :))))
მე ცოტა ცუდად მომესმა.
კანით ტარებამაც (ჩემთვის) რაღაც მთლიანობა დაარღვია... მე ვიტყოდი, კომპოზიციიდან ამოვარდნილია-მეთქი :) :) საერთოდ, ავტორის ნებაა, როგორ დაწერს. :) ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ - აქ მიმართავ ღმერთს, ხო? და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე. - აქ უკვე ღმერთზე მესამე პირში ლაპარაკობ. სჯობს, ისევ მიმართო - შენს გარე-თქო, ან რა ვიცი, შენებურად იტყვი :))))
მე ცოტა ცუდად მომესმა.
კანით ტარებამაც (ჩემთვის) რაღაც მთლიანობა დაარღვია... მე ვიტყოდი, კომპოზიციიდან ამოვარდნილია-მეთქი :) :) საერთოდ, ავტორის ნებაა, როგორ დაწერს. :)
10. ნუ კანით ვატარებთ ეგ იამს მოიაზრებს რომ გვეწებება ნიღბები სახეზე და კანივით და ვეღარ ვიძრობთ და ის პირველი შენიშვნა ვერ გავიგე ტენდი ეგებ დაწერო ზუსტად ანუ როგორ ჯობს რომ იყოს? ნუ კანით ვატარებთ ეგ იამს მოიაზრებს რომ გვეწებება ნიღბები სახეზე და კანივით და ვეღარ ვიძრობთ და ის პირველი შენიშვნა ვერ გავიგე ტენდი ეგებ დაწერო ზუსტად ანუ როგორ ჯობს რომ იყოს?
9. მადლობა თქვენ და ტენდიმ ჩემზე უკეთ ახსნა მგონი.... კი მე ლექსად მეფიქრება რატმღაც უფრო ზუსტად ვიდრე ამას ულექსოდ ვიფიქრებდი....ლექსი რამდენად კარგი გამოდის ამაზე არ ვფიქრობ და ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ მკითხველო...აი ბექას, რომ მართლა კარგად გამოსდის ეგ ზუსტად ვიცი! მადლობა ტენდი ძვირფასო :) მადლობა თქვენ და ტენდიმ ჩემზე უკეთ ახსნა მგონი.... კი მე ლექსად მეფიქრება რატმღაც უფრო ზუსტად ვიდრე ამას ულექსოდ ვიფიქრებდი....ლექსი რამდენად კარგი გამოდის ამაზე არ ვფიქრობ და ამიტომ თქვენ გადაწყვიტეთ მკითხველო...აი ბექას, რომ მართლა კარგად გამოსდის ეგ ზუსტად ვიცი! მადლობა ტენდი ძვირფასო :)
8. ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე. - აი, აქ, ლელა, თუ უფალს მიმართავ, მაშინ მესამე პირში ნუღარ ახსენებ.
და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ - ნიღბის კანით ტარებაც, მე მგონი, შესასწორებელია. ალბათ, რაიმეთი უნდა შეცვალო - კანი. ნიღაბს სახით ატარებენ...ნუ, ჩემის აზრით. :)
საერთოდ ძალიან ზუსტია და კარგია :) 5 პატივისცემით, ტენდი ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე. - აი, აქ, ლელა, თუ უფალს მიმართავ, მაშინ მესამე პირში ნუღარ ახსენებ.
და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ - ნიღბის კანით ტარებაც, მე მგონი, შესასწორებელია. ალბათ, რაიმეთი უნდა შეცვალო - კანი. ნიღაბს სახით ატარებენ...ნუ, ჩემის აზრით. :)
საერთოდ ძალიან ზუსტია და კარგია :) 5 პატივისცემით, ტენდი
7. ... ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.
შენ დასაკარგად გენანება უძღები შვილი.... ჩვენ კი ნგრევაში, როგორც წესი, ვბაძავს ვანდალებს, ლოცვად დამდგარნი, შენს წინაშე სხვის აუგს ვჩივით და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ
სინანულისთვის, რომელიც რომ საერთოდ არ გვაქვს!... დაგმანულია სული მუდამ ცხრაჯერ ცხრა კარით....
შენი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია, ლელა. 5555555555555555555555 :)
... ჩვენ, - შენ, უფალო, როცა გვიჭირს, - მაშინ გაღმერთებთ და როცა არა, - თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.
შენ დასაკარგად გენანება უძღები შვილი.... ჩვენ კი ნგრევაში, როგორც წესი, ვბაძავს ვანდალებს, ლოცვად დამდგარნი, შენს წინაშე სხვის აუგს ვჩივით და დაჩაგრული კაცის ნიღაბს კანით ვატარებთ
სინანულისთვის, რომელიც რომ საერთოდ არ გვაქვს!... დაგმანულია სული მუდამ ცხრაჯერ ცხრა კარით....
შენი ერთ-ერთი საუკეთესო ლექსია, ლელა. 5555555555555555555555 :)
6. თ. ელიავა - მე მარტო ბექა ახალია და ლელი კახელი ვიცი, რომლებიც ლექსად ფიქრობენ. :) აი, როგორც მუსიკოსები ფიქრობენ მუსიკით, ისე. :) ბევრი ძალიან კარგი პოეტია, მაგრამ ეს ორი პოეტი ვიცი ლექსით მოფიქრალი :) თ. ელიავა - მე მარტო ბექა ახალია და ლელი კახელი ვიცი, რომლებიც ლექსად ფიქრობენ. :) აი, როგორც მუსიკოსები ფიქრობენ მუსიკით, ისე. :) ბევრი ძალიან კარგი პოეტია, მაგრამ ეს ორი პოეტი ვიცი ლექსით მოფიქრალი :)
5. ჩვენ, შენ უფალო როცა გვიჭირს მაშინ გაღმერთებთ და როცა არა.... თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.
და იმდენს ვქექავთ ერთმანეთის გადაყრილ ნაგავს, რომ საბოლოოდ კერძი ვხდებით ყველა, სატანის.
მომწონს. . . ჩვენ, შენ უფალო როცა გვიჭირს მაშინ გაღმერთებთ და როცა არა.... თავი გაგვაქვს ღმერთის გარეშე.
და იმდენს ვქექავთ ერთმანეთის გადაყრილ ნაგავს, რომ საბოლოოდ კერძი ვხდებით ყველა, სატანის.
მომწონს. . .
4. ჩემო შორეულო ბავშვო.. მეც გილოცავ შობას მრავალს დაესწარი! რაც შეეხება ლექსს ჩემი ლექსი სასხვათაშორისო შეიძლება იყოს იმ გაგებით. რომ ექსპრომტია თითქმის ყველა. მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ. რომ მე თუ ძალიან არ მეტკინა ერთ სტროფსაც ვერ ვწერ მაშინ სასხვათაშორისოდ ერთი სტროფიც არ დამიწერია არასდროს ჩემო საყვარელო...გაკოცე და მოგეფერე :-* ჩემო შორეულო ბავშვო.. მეც გილოცავ შობას მრავალს დაესწარი! რაც შეეხება ლექსს ჩემი ლექსი სასხვათაშორისო შეიძლება იყოს იმ გაგებით. რომ ექსპრომტია თითქმის ყველა. მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ. რომ მე თუ ძალიან არ მეტკინა ერთ სტროფსაც ვერ ვწერ მაშინ სასხვათაშორისოდ ერთი სტროფიც არ დამიწერია არასდროს ჩემო საყვარელო...გაკოცე და მოგეფერე :-*
3. გამარჯობა თემურ! გფარავდეს შობის მადლი ჩემო კარგო....ვეცდები გიპასუხო გასაგებად. საერთოდ ბოლო დროს იმდენად იშვიათად ვწერ. რომ როდის რას დაემთხვევა ჩემი ლექსის წერის განწყობა არასდროს ვიცი... ამ ლექსის დაწერას თავისი მიზეზი ქონდა ანუ ჩემი სათქმელი ლექსად მინდოდა მეთქვა კონკრეტული ადამიანებისთვის და რახან შობა იყო საშობაო ლექსი გამოვიდა :) ისე მე ექსპრომტად ვწერ ლექსს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ამიტომ თუ მაქვს განწყობა ყოველთვის შემიძლია იმ დღეს დავუმთხვიო და იმ განწყობას რომელიც არის..არვიცი გასაგებად ავხსენი კი? თუ ვერა მკითხე და შევეცდები გიპასუხო :) გამარჯობა თემურ! გფარავდეს შობის მადლი ჩემო კარგო....ვეცდები გიპასუხო გასაგებად. საერთოდ ბოლო დროს იმდენად იშვიათად ვწერ. რომ როდის რას დაემთხვევა ჩემი ლექსის წერის განწყობა არასდროს ვიცი... ამ ლექსის დაწერას თავისი მიზეზი ქონდა ანუ ჩემი სათქმელი ლექსად მინდოდა მეთქვა კონკრეტული ადამიანებისთვის და რახან შობა იყო საშობაო ლექსი გამოვიდა :) ისე მე ექსპრომტად ვწერ ლექსს სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ და ამიტომ თუ მაქვს განწყობა ყოველთვის შემიძლია იმ დღეს დავუმთხვიო და იმ განწყობას რომელიც არის..არვიცი გასაგებად ავხსენი კი? თუ ვერა მკითხე და შევეცდები გიპასუხო :)
2. ეს ამ ძალიან კარგი ავტორის სასხვათაშორისოდ დაწერილი ლექსია. შობას ვულოცავ ავტორს და მოკიტხვები ჩემგან, ბევრები. ეს ამ ძალიან კარგი ავტორის სასხვათაშორისოდ დაწერილი ლექსია. შობას ვულოცავ ავტორს და მოკიტხვები ჩემგან, ბევრები.
1. ლექსი, რა თქმა უნდა კარგია. საკმაოდ. აქ ყოველთვის ასეა მაგრამ არ მესმის, შობაის დღეს როგორ წერთ შობაზე (სხვა დროს თუ არის დაწერილი, ეს კომენტარი არაფერ შუაშია) ახალი წლის ღამეს, ახალ წელზე როგორ წერთ? ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წერა?:) ეს კითხვა სხვებთანაც გამიჩნდა სადღესასწაულო ლექსებზე, მაგრამ ვარჩიე თქვენთვის მეკითხა ლექსი, რა თქმა უნდა კარგია. საკმაოდ. აქ ყოველთვის ასეა მაგრამ არ მესმის, შობაის დღეს როგორ წერთ შობაზე (სხვა დროს თუ არის დაწერილი, ეს კომენტარი არაფერ შუაშია) ახალი წლის ღამეს, ახალ წელზე როგორ წერთ? ნებისმიერ თემაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ წერა?:) ეს კითხვა სხვებთანაც გამიჩნდა სადღესასწაულო ლექსებზე, მაგრამ ვარჩიე თქვენთვის მეკითხა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|