ღმერთო გშორდები, ცოდვები მიპყრობს, კეთილ საქმითაც არ ვარ მართალი, არ ვიცი გული სანამდე გითმობს მხოლოდ სინდისი მაქვს მე დამფრთხალი. შენთან ვარ ღმერთო მე მხოლოდ სიტყვით და საქმე ჩემი სულ სხვას ღაღადებს, ჩემი ცხოვრების საბრალო რიტმით მე ეს ცოდვები ხან არ მადარდებს. თავს არ ვიმართლებ, ღმერთო, პირიქით, ამპარტავნება მინდა შევმუსრო, მაგრამ არ ძალმიძს, ცოდვებმა რიგით, უსასრულობას კვლავ გადაუსწრო. მე არ შემომრჩა რიდი და სითბო და ცოდვამ ჩემში სახლი დაიდო, ნეტავ სად გაქრა ის უცხო სიტკბო, სიყრმითგან ჩემში ობლად რომ იყო? ღმერთო, ვიყავი როდესაც ბავშვი, გმადლობდი მუდამ სულ ყველაფერზე, მაშინაც მქონდა ცხოვრება შარში არ ვწუწუნებდი მე ყოველ ჯერზე. და ახლა უკვე გავკადნიერდი, მადლობა თხოვნამ გადაანაცვლა, შენი წყალობით მე ბედნიერი უმადურობამ კვლავ გამომცვალა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია, ძალიან კარგია და ახლავე დავდებ ფეისბუქზე კარგია, ძალიან კარგია და ახლავე დავდებ ფეისბუქზე
2. ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს
1. ჩემი აზრით ეს არაა კაი *აღიარებითი* ლექსი : ) ჩემი აზრით ეს არაა კაი *აღიარებითი* ლექსი : )
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|