ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ.ჭ.
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 იანვარი, 2015


საქანელა

ხის საქანელა მემეგობრებოდა...
ფრთები არ მქონდა ამ ბინძურ მიწაზე, ის კი უანგაროდ გამაქანებდა და წამიერად მიმახუტებდა ღრუბლებს...
ზოგჯერ ცისარტყელა მომახვევდა ფერად შარფებს, ზოგჯერ მზის სხივები ჩამეფინებოდა ოქროსფერ მაქმანად თმაში.
ლამაზი, სუფთა სამყარო არის მაღლა, რძისფერ სამოსში გაწყობილი ღრუბელთა ცვალებადი ფიგურებით დამშვენებული.
საქანელა სხეულს მარტივად არწევს, თავბრუს გახვევს და ოცნებებს გაქსოვინებს, სულს სიმსუბუქეს უქარგავს და სამყაროს კეთილსურნელებას გაგრძნობინებს...
მე მომწონდა ფრენა უფრთოდ, გრძნობების გაქანება და სამყაროს ხატვა ისე, ჩემებურად... საქანელას დახმარებით.
მერე რა, რომ ჩერდებოდა საქანელა და მაბრუნებდა ჭუჭყიან მიწაზე, ის ერთგულად მემეგობრებოდა... მცირე დროში გადამაფრენდა მთელ დედამიწას და მივყავდი უსახელო, ვარდისფერ სამყაროში... მერე რა, რომ ცოტახნით, მას ხომ გავყავდი მიწიერი ჭაობიდან... ის მასწავლიდა განსხვავებას სილამაზესა და მშვენიერებას შორის.
ახლა...
ახლა აღარ მხვდება ხის საქანელა.
ტკივილთა ქვეყანაში მოქანავეს თავი შეუწირავს სხვისთვის.
აქ ყინვაა...
აქ სცივათ...
ხოდა, ჩამომიგლიჯეს, დამიჩეხეს საქანელა.
ალისფერ ცეცხლზე ვიღაც გაყინულ თითებს ითბობს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები