ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2015


  ჩამოტვირთვა

დებო...

იცოცხლეთ დებო... ერთურთის
წარმატებებით გეხაროთ,
ერთმანეთისთვის კვლავ გეთქვათ:
დაო, შენ ჩემი მზე ხარო.
გახსოვდეთ, ვისი გორის ხართ,
მცნებას მიჰყევით ყაზბეგის,
სანამ ხართ - არ დაივიწყოთ
ამაგი თქვენი გამზრდელის.
გიყვარდეთ - ვინც რომ ამქვეყნად
ძუძუ გაწოვათ სიმართლის,
გმოსავდეთ მუდამ სხივები
ჩაუქრობელი სინათლის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები