ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დღლოფინიჩი1
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2015


ჩვენი გაცნობის დღიდანვე



ჩვენი გაცნობის დღიდანვე
მომწონდა შენი თვალები,
ირგვლივ ვერავის ვამჩნევდი
სხვებიც ხომ იყვნენ ქალები.
მეგონა შენში ვიპოვე
ოცნება ჩემი გულისა,
ვფიქრობდი დასაწყისია
დღეები სიყვარულისა.
შენ რომ გხედავდი ქვეყანას,
სულ მთლად სხვა ფერი ეფინა,
მინდოდა შენი ალერსი
ჩემს გულზე გადაგეფინა.
მე შენთან ყოფნა მეწადა
და შენი ცქერით ვტკბებოდი,
ბევრი რამ მქონდა სათქმელი
და უთქმელობით ვკვდებოდი.
ძლივს მოვიკრიბე ძალ–ღონე
გავბედე რაღაც გითხარი,
და სევდას მძიმედ მოწოლილს
გავუხსენ გულის ფიცარი.
ნეტავ არ მეთქვა რაც გითხარ
არც გაღიმება მენახა,
და უსასრულო ოცნება
ჩემს გულში შემომენახა.
შენი ღიმილი ეხლაც კი
არა მშორდება თავიდან,
ვერ დაგივიწყე რა გიყო
რამდენი ხანი გავიდა.
რა ვქნა რა გიყო მითხარი
რად შემაყვარე თავია,
ჩემი პატარა პუწკა ხარ
ჩემი პატარა ქალია.
თუ მოიგონო წარსული
და შეგაწუხოს ფიქრებმა,
მეც მომიგონე, მახსენე
შენთვის ძნელი არ იქნება.

19/3/74წ.  ი.მერმანიშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები