ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: daviti
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2015


სსს

და იწყება ასე… რომ გადავხედავ ვარსკვლავთ ფერწერულ მდელოებს, ვვოგნდები ისე ვვოცდები და ჩემს ტრაგიკულ გმირს,
ერთი ასეთი კითხვა ებადება: როგორი დაწვრილებითაც უნდა ამოქმედო, გაწვრთნა და გაროზგო წამი მაინც აქვს სიცოცხლეს აზრი?... მერე სარკაზმული კითხვა: სუროგატებით მორთული სამყარო და პოეტების ძაგება ისევ?
მაგალითად: ჩემს ქვეყანაში მათხოვრის ყავარჯენი, ზოგისთვის ქრისტეა და ზოგისთვის ალაჰი, მყისიერი დუმილი ფიქრის ნიშანია და სიბრძნე მათხოვრისა გულის წადილი… და სიცოცხლეს ნამდვილად აქვს აზრი!
ირონიით გაჯერებული სამყარო, მაგალითად:
იმ დღეს მზის ნახატების გამოფენა გაყიდვა იყო და ასეთ წარწერას წავაწყდი: „ნისიად არ გაიცემა“ მერე ამის შემხედვარემ ვთქვი: აი ეს უკვე წმინდა მჟავის ირონიაა თქო და დავაყოლე: ნუ შეადარებ დღეს იმ ნახატებს რასაც გული გთხოვს და ან განახებს!........
გამოვედი გარეთ და გავიგონე ვიღაც მეძახდა... ჰეი შენ... მანდეთ ჩემი იურისდიქცია ვრცელდება... და გთხოვ ასე ნუ მიყურებ თორემ თვალზე ცრემლი მომდის... ამაში რა დაინახა ჩემმა თავმა? უბრალოდ საზღვრების დაყოფა მარტივ მამრავლებად...
გამწარებულზე კიდევ ვთქვი გულში რაღაც: თქვენ რომ გკითხოთ მე ისე ულიმიტოდ და ერთობ დედამიწის ხარჯზე ვცხოვრობ, რომ ამის თქმასაც  არ დავაყოვნებ... წამიერის ახდენა ოცნების ძახილია ლექსის სასრული ფიქრის საწყისშია....


დ. მუხიგულაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები