 | ავტორი: ზარნაძე ჟანრი: პოეზია 12 იანვარი, 2015 |
ვზივარ და ხელში მიჭირავს დარდი და პაემანზე სულთან დავდივარ. სიზმრებზე მეტად გათენებამდე ვნახულობ ლექსის წერას ნამდვილად.
და თოვლი, როგორც ბოლო ვაგონი, შორს არის. ჩემი მომაქვს საგზალი. ლექსებს კი უფრო გულში ვიგონებ, მერე ვიწერ და შენთან ვაგზავნი.
ანუ სარეთოდ... ( ანუ-სგან შორს ვარ), ლექსიდან გულში დამაქვს ანთება. რადგან მგონია, უთუოდ მოხვალ, რადგან წელს თოვლსაც აგვიანდება.
ამ ლექსს კი მერე ალბათ დავწვავდი, შენ უცებ ჩემით რომ არ გეტირა. ბლოკნოტზე შენი შავი წამწამი დარჩა ფრჩხილად თუ მრავალწერტილად.
იყო განწყობა - ლექსის მიმიკა, როცა რაღაცას თითქოს სულ ელი. ყოველთვის, როცა გულზე მიგიკრავ, ვხვდები, რომ აგდის ღმერთის სურნელი;
ღმერთის, ხალხში რომ ვერა და ვერ ვშვით, ადრე კი მოხდა, ვიცით, პირიქით. შენ კი წახვედი, წახვედი... ხელში ლექსით და ფოსტის მტრედის მიმიკით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ალბათ არაფერი წამიკითხავს ამ ავტორის 9არ მაგონდება ყოველშემთხვევაში,) აქ არის რაღაც... რასაც კიდევ რაღაც აკლია ლექსამდე...3 ალბათ არაფერი წამიკითხავს ამ ავტორის 9არ მაგონდება ყოველშემთხვევაში,) აქ არის რაღაც... რასაც კიდევ რაღაც აკლია ლექსამდე...3
2. როგორ არ მიყვარდა, როცა მეუბნებოდნენ, უკეთესები წამიკითხავსო შენი, მაგრამ ახლა იგივეს ვიტყვი შენთან, რადგან სრულიად ურაკი მდუმარებამ მოიცვა და თანაც მინდა იცოდე, რომ გკითხულობ.
როგორ არ მიყვარდა, როცა მეუბნებოდნენ, უკეთესები წამიკითხავსო შენი, მაგრამ ახლა იგივეს ვიტყვი შენთან, რადგან სრულიად ურაკი მდუმარებამ მოიცვა და თანაც მინდა იცოდე, რომ გკითხულობ.
1. წარმატებები გიო :) წარმატებები გიო :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|