მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით ფრთებს რომ მომიტან, შენ ამ გაფრენის შეგეშინდა, ამიტომაც აღარ ბრუნდები. გამარჯვებული ვბრუნდებოდეთ ყველა ომიდან, მოგების გამცდას, ასე სულ მთლად გავახუნებდით. მე ზუსტად ვიცი, დაბრუნებით რასაც მოიტან და სანამ ქარში გაგვლეწავენ ვით თავთუხები, მოდი და მოვწყდეთ, დედამიწის ვიწრო ტანიდან, მთიდან ახლოა, ზეცა, ღრუბლის საფეხურებით.
***************************** უხერხულია თქვა რომ შეგძულდა, ვინმე ან რამე თუნდაც უსულო, როცა ღმერთი გყავს, ვინც ჯვარს დალურსმა, იმის სულზე რომ გულით ლოცულობს.
***************************** მკერდში გულის მაგივრად , სანთელი უნდა გენთოს, ბრმისგან ხანჯლის ჩარტყმაზე რომ სისხლის მაგივრად, სინათლე ჟონავდეს მისთვისვე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მელ.ზ - მადლობა მელ.ზ - მადლობა
1. მოდი და მოვწყდეთ, დედამიწის ვიწრო ტანიდან, მთიდან ახლოა, ზეცა, ღრუბლის საფეხურებით.
მკერდში გულის მაგივრად , სანთელი უნდა გენთოს, ბრმისგან ხანჯლის ჩარტყმაზე რომ სისხლის მაგივრად, სინათლე ჟონავდეს მისთვისვე
++ მოდი და მოვწყდეთ, დედამიწის ვიწრო ტანიდან, მთიდან ახლოა, ზეცა, ღრუბლის საფეხურებით.
მკერდში გულის მაგივრად , სანთელი უნდა გენთოს, ბრმისგან ხანჯლის ჩარტყმაზე რომ სისხლის მაგივრად, სინათლე ჟონავდეს მისთვისვე
++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|