ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოჯი
ჟანრი: პოეზია
13 იანვარი, 2015


მენატრები დედა

გულში სევდა შემეპარა ფარული,
ცრემლი წამსკდა ნაკადულის ღვარად,
ისე უხმოდ ძლიერ მენატრები,
მიყვარხარ და თქმაც ვერ გამიბედავს..

ნეტა ახლა შენ რას ფიქრობ ჩემზე,
ან რას ნატრობ ჩემო ტკბილო დედა,
როგორ მინდა შენს კალთაში ვიჯდე,
ისევ ისე როგორც ძველად დედა..

მომეფერო შენი სითბო ვიგრძნო,
შენს კალთაში ჩამეძინოს მინდა,
ნეტა ისევ მოვესწრები ვნახო,
შენი თბილი გამოხედვა დედა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები