ჩემი სულის კაბადონზე მოფარფატე მუზავ, შენი კალთის ქვეშ უკვე მოვათავსე ჩემი გულის ნამცეცები, სამუდამოდ მოვათავსე და დროდადრო ვაკითხავ. დავატყვევე ისინი, როგორც მძევლები მტრის ბანაკში, საიდანაც გაქცევის ილუზია აუხდენელ ოცნებაზე უფრო შორია. და თუ ოდესმე სხვა სულის კაბადონზე გადაფრინდები, მე დამტოვებენ ჩემი გულის ნამცეცები, სამუდამოდ დამტოვებენ. ამის მიხვედრა მტკივა, ამაზე ფიქრი მრისხანებით მავსებს. ამის გამო გიხდი წინასწარ სამაგიეროს და გაყენებ ტკივილს. მომიტევე ჩემი სულის კაბადონზე მოფარფატე მუზავ, შენ ერთადერთი ხარ, ვინც ეფინები ჭრილობებს მალამოდ და ერთადერთი ვისი დაკარგვაც შემეშინდებოდა? რას ვიფიქრებდი!?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|