| ავტორი: კახ ჟანრი: პროზა 22 იანვარი, 2015 |
-ყველა კვდება. -ნუთუ მართლა? -კი,ასეა.კვდება და ქრება კიდეც.ქრება ფიზიკურად ნელ-ნელა,ჩვენი მახსოვრობიდან ხან როგორ,ხანაც როგორ.აი ზოგადად კი სიკვდილისთანავე ქრება. -და ჩნდება კი სადმე სხვაგან? -ამაზე არ შემიძლია გიპასუხო.ფიზიკა გვასწავლის,რომ ენერგია არ იკარგება.იგი მხოლოდ ერთი სახიდან მეორეში გადადის.მე ფიზიკის არ მწამს.რწმენა მხოლოდ ღმერთის არსებობს. -სხვა რამის რწმენა არ გაქვს? -ყველა სხვა რწმენა მიწიერია,შუშასავით მყიფე და მსხვრევადი.მეგობრობა,სიყვარული მიტევება -ასეთი მცნებების რწმენა არ შეიძლება,რადგან ადამიანური გრძნობებია და პირველ რიგში ხომ სწორედ ადამიანის რწმენაა უაზრობა.არ იწამო ადამიანის!მან დიდი ხანია დაკარგა ღვთიური სახე. - ეს როგორ ,სიყვარული ხომ ღვთიური გრძნობაა? -არა და არა დღევანდელი სიყვარული უბრალოდ ჟინის,ფარული სურვილებისა თუ შინაგანი მოტივების ნაზავია.წმინდა ადამიანის ფსიქოლოგია-არაფერი ღვთიური. -აბა რას გულისხმობ ღმერთის რწმენაში? -ღმერთის რწმენა,ღმერთის რწმენაა და მორჩა.არც მეტი,არც ნაკლები.კიდევ ესაა რწმენა იმისა,რომ შენში დასძლევ ყოველგვარ ადამიანურს და დაემსგავსები ღვთაებას.ანუ რწმენა იმისა,რომ ერთ დღესაც გაქრები მაგრამ ამავედროს გაჩნდები კიდეც.გაჩნდები ყოველგვარი წარსულისა და მომავლის გარეშე არსებულ ადგილას, სადაც მუდამ აწმყოა და ეს აწმყო მარადიულია. -ეს ყველაფერი არ გავს საღ განსჯას. -უნდა ჰგავდეს კი?განა შეიძლება საღი აზრის გამოთქმა შეუცნობელზე?მერე როგორ ვარკვიოთ არის კი ეს მართლა საღი აზრი თუ არა? -უფრო დავიბენი. -მე ვთვლი,რომ კიდევ ათასჯერ მეტად უნდა დავიბნეთ,რომ ჭეშმარიტებას მივუახლოვდეთ.სხვა მეთოდი არ არსებობს!ბევრი ეცადა,მაგრამ ვერას გახდა.ხოდა ვიმსჯელოთ უკუღმა და ჭეშმარიტებასაც მივუახლოვდებით,აი მისვლით კი ვერც ასე მივალთ. -აბა როგორ? -ვერც ვერანაირად.ვთქვათ და მივედით-მერე?ნუთუ ჩავთვლით რომ იქ ვართ და მეტი ჭეშმარიტება არ არსებობს?ადამიანი როდისმე შეუჩერებია რამის აღმოჩენას?ვინ იცის უკვე რამდენჯერ მივედით კიდეც,მაგრამ გავცდით და უფრო რთულ გამოცანას შევეჭიდეთ.ჩვენთვითონ ავხლართეთ ჭეშმარიტებამდე მიმავალი გზა და ეხლა ვერაკაცი ვერ გახსნის ამ ხლართს. -ამბობ,რომ ხალხს ქონდა ჭეშმარიტება და დაკარგა? -არა ,მე ვამბობ რომ ყველაფერი შეიძლება.შეიძლება ორი ჭეშმარიტებაც არსებობდეს,შეიძლება სულაც არ იყოს,და სწორედ ეს არრყოფნა იყოს კიდეც ის რაც არ არის,ანუ ჭეშმარიტება. -მგონი შორს წავედით.სიკვდილსა და რწმენაზე არ ვსაუბრობდით? -არსადაც არ წავსულვართ,ისევ აქ ვართ და ისევ ვსაუბრობთ.სიკვდილზე ვისაუბრებთ ,გრძნობას,რწმენასა თუ ნამდვილ ჭეშმარიტებაზე ჩვენ მაინც აქ ვართ- რადგან სიკვდილი გრძნობაა,გრძნობა რწმენა,ხოლო რწმენა ჭეშმარიტება-ეს კი ჩემი თეორიაა.თეორია ქაოსურ ჭეშმარიტებაზე,სადაც ჭეშმარიტება ყველაფერშია და ის არ არსებობს.ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის არარსებულია და ასეც დარჩება იქამდე სანამ ადამიანი არარსებულის ძებნას არ შეწყვეტს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. არ გავრჯილვარ,უბრალოს საიტის სტრუქტურას ვეცნობოდისავით და "ამეტვირთა" წინა დღეს დაწერილი ეს რაღაც,რაზეც სულაც არ დამიხარჯავს დიდი დრო,წერა მომინდა და უბრალოდ კითხვებს ვსვავდი და მოსულ სულელურ პასუხებს ვუწერდი.რაც შეეხება ღმერთის არ რწმენას და კოსმოსშიც ვერ ასვლას: ნ უკომენტაროდ, პ.ს მაინც: კოსმოსში არ მინდა ასვლა და ღმერთისაც მწამს. არ გავრჯილვარ,უბრალოს საიტის სტრუქტურას ვეცნობოდისავით და "ამეტვირთა" წინა დღეს დაწერილი ეს რაღაც,რაზეც სულაც არ დამიხარჯავს დიდი დრო,წერა მომინდა და უბრალოდ კითხვებს ვსვავდი და მოსულ სულელურ პასუხებს ვუწერდი.რაც შეეხება ღმერთის არ რწმენას და კოსმოსშიც ვერ ასვლას: ნ უკომენტაროდ, პ.ს მაინც: კოსმოსში არ მინდა ასვლა და ღმერთისაც მწამს.
7. კი,ეს აბსურდული თეორიაა მაგრამ რატომ გაისარჯეთ აბსურდისათვის? კი,ეს აბსურდული თეორიაა მაგრამ რატომ გაისარჯეთ აბსურდისათვის?
6. არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ თქვენ ღმერთის არ გწამთ და კოსმოსშიც ვერ ადიხართ... ის რაც მიუწვდომელი და ამოუხსნელია თქვენთვის,არარსებულია :( არ ვიცი რატომ მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ თქვენ ღმერთის არ გწამთ და კოსმოსშიც ვერ ადიხართ... ის რაც მიუწვდომელი და ამოუხსნელია თქვენთვის,არარსებულია :(
5. კოსმოგონიური მოაზროვნე სიცოცხლე ქვია :) დედამიწიდან ცის სამი შრის იქეთ არის სამოთხე - ესეც ჭეშმარიტებაა, ოღონდ მესამე შრედ გალაქტიკა მოიაზრება =)) კოსმოგონიური მოაზროვნე სიცოცხლე ქვია :) დედამიწიდან ცის სამი შრის იქეთ არის სამოთხე - ესეც ჭეშმარიტებაა, ოღონდ მესამე შრედ გალაქტიკა მოიაზრება =))
4. ჭეშმარიტება სავარაუდოდ არ არსებობს. რადგან არავინ იცის, საგნები, მოვლენები, არსი, ყოფიერება, სიკვდილი, სოცოცხლე და ასე შემდეგ რა არის და რა ქვია ამ ყველაფერს საერთოდ, საშუალო გალაქტიკურ დიალექტზე! ჭეშმარიტება სავარაუდოდ არ არსებობს. რადგან არავინ იცის, საგნები, მოვლენები, არსი, ყოფიერება, სიკვდილი, სოცოცხლე და ასე შემდეგ რა არის და რა ქვია ამ ყველაფერს საერთოდ, საშუალო გალაქტიკურ დიალექტზე!
3. ქაოსის თეორია, რომელიც ბიბლიამ უარყო. აბსურდულობის პარამეტრებთან ჰა და ჰა, თითქოს ახლოა, მაგრამ ძალიან სუსტია აი ამ ნაწილამდე: სიკვდილი გრძნობაა, >გრძნობა რწმენა> რწმენა ჭეშმარიტება. - აი ეს ეს ყველაზე კარგი აბსურდია.
იესომ პილატეს უთხრა: "იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო". თუ ორი კაცი, ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვანაირად განიხილავს, მაგრამ საგანი რჩება ისეთივე როგორიც არის მათ გარეშეც, ეს საგანია ჭეშმარიტი და არა ის მოსაზრებანი რაც განხილვისას იბადებოდნენ. ანუ ჩვენ აღვიქვამთ თუ არა ჭეშმარიტებას , - ის რა თქმა უნდა მაინც არსებობს, ამიტომ მის ძებნას მოაზროვნეები არ შეწყვეტენ. მხოლოდ იესო ქრისტემ თქვა მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეო. სხვამ ვერ გაბედა...
საშუალოდ შევაფასებდი, ასე ორი ქულით...
ქაოსის თეორია, რომელიც ბიბლიამ უარყო. აბსურდულობის პარამეტრებთან ჰა და ჰა, თითქოს ახლოა, მაგრამ ძალიან სუსტია აი ამ ნაწილამდე: სიკვდილი გრძნობაა, >გრძნობა რწმენა> რწმენა ჭეშმარიტება. - აი ეს ეს ყველაზე კარგი აბსურდია.
იესომ პილატეს უთხრა: "იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო". თუ ორი კაცი, ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვანაირად განიხილავს, მაგრამ საგანი რჩება ისეთივე როგორიც არის მათ გარეშეც, ეს საგანია ჭეშმარიტი და არა ის მოსაზრებანი რაც განხილვისას იბადებოდნენ. ანუ ჩვენ აღვიქვამთ თუ არა ჭეშმარიტებას , - ის რა თქმა უნდა მაინც არსებობს, ამიტომ მის ძებნას მოაზროვნეები არ შეწყვეტენ. მხოლოდ იესო ქრისტემ თქვა მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეო. სხვამ ვერ გაბედა...
საშუალოდ შევაფასებდი, ასე ორი ქულით...
2. ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ მივხვდი,რომ კიდევ უფრო აბსურდული თეორიებიც არსებობს :დ თუმცა,რათქმაუნდა,შენს აზრებში აბსურდული არაფერია უბრალოდ "აბურდულად" წრია ამ კომენტარის წაკითხვის შემდეგ მივხვდი,რომ კიდევ უფრო აბსურდული თეორიებიც არსებობს :დ თუმცა,რათქმაუნდა,შენს აზრებში აბსურდული არაფერია უბრალოდ "აბურდულად" წრია
1. 22/01/15წ. ჭეშმარიტება რეალურია, მცდარობა ირეალურია. გრძნობათა არსებობა ნამდვილი და ჭეშმარიტია. დადებითი და უარყოფითი მუხტების არსებობა ადამიანში, რომელთაც გარე სამყარო გარდაქმნის პროცენტული სიჭარბის მიხედვით. გენეტიკური მანიპულაცია მნიშვნელოვანია. ადამიანი მართავს საკუთარ თავს, ან მართავენ მას მისი ნების საწინააღმდეგოდ. სულ ესაა და სულ ასეა. ადამიანთა კატეგორია კი, მრავალგვარია. ნექტარი. 22/01/15წ. ჭეშმარიტება რეალურია, მცდარობა ირეალურია. გრძნობათა არსებობა ნამდვილი და ჭეშმარიტია. დადებითი და უარყოფითი მუხტების არსებობა ადამიანში, რომელთაც გარე სამყარო გარდაქმნის პროცენტული სიჭარბის მიხედვით. გენეტიკური მანიპულაცია მნიშვნელოვანია. ადამიანი მართავს საკუთარ თავს, ან მართავენ მას მისი ნების საწინააღმდეგოდ. სულ ესაა და სულ ასეა. ადამიანთა კატეგორია კი, მრავალგვარია. ნექტარი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|