ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეთრი ჯადოქარი
ჟანრი: პოეზია
22 იანვარი, 2015


***

ჩავკიდოთ ხელები, გავუყვეთ შარაგზას,
მღელვარე ფიქრები გავანდოთ არაგვსაც.
კვალდაკვალ ვაგროვოთ ნატვრები დაყრილი,
ცაზე ვაერთოთ ღრუბლები გაყრილი.
და როცა ისევ წვიმა დაიწყებს
მზე არსებობას გადაგვავიწყებს.
მე და შენ, შენ და მე მივყვებით ნაპირებს,
ვგრძნობ რომ ზამთარი მოსვლას აპირებს,
ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები გამთბარი
და მერე მოვიდეს თუ უნდა, ზამთარი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ebraeli2 ვულოცავთ დაბადების დღეს