 | ავტორი: კვაზიმოდო ჟანრი: იუმორისტული 24 იანვარი, 2015 |
მაღალ ტახტრევანზე იჯდა პაპაჩემი, ბატის ბუმბულის ეფინა ბალიშები, ვეშოლკა შანდლად ედგა,ზედ ჭრაქი სანთლად ენთო და ბებოს ცალი თვალით სურვილებს ანიშნებდა.
წყალობა პაპაჩემის თითქმის ყველას მისწვდა, იხვსაც და ქათამსაც,სხვაც ბევრი შეყარა ეზოში,წინ ედო ტომრებით ბოსტნის მიწა, სხვადასხვა მარცვლეული,სიმინდი-ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგნენ გოჭნი თუ ქათამნი, იხვნი,თუ ვინ მოსთვლის ცხვარსა და ხარ-კამეჩს, პაპამ თვლა იცოდა ერთიდან ათამდე, ჰქონდა კუშეტკა და არ ჰქონდა ავეჯი.
ზოგს თივა შეხვდა და ზოგს ქერი კალთებით ხალათის,განაჩენი არ იყო სადაო, ხოლო ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ კატები, რიგი და კატები? საიდან სადაო!
და როცა პირწმინდად დაგროვდა მარცვალი, ბალახი და თივაც არ დარჩა უბრალოდ, უეცრად კნავილით მივიდნენ კატები, -თაგვები გვინდაო,ან ძეხვი ნუგბარი.
ბებია ეზოში სულს ძლივსღა ღაფავდა, ძალიან დაღლილი ჩანდა თვით ბაბუაც, იკითხა:-რას ჭამდით კატებო აქამდე? კატებმა:-ჩიტები მივირთვით ღაბუა!
ბაბუამ წარბები ალპებად აზიდა, ბრაზისგან თვალები პრუწა და დაქაჩა და ღვინო რაც ჰქონდა ნაწური ვაზიდან, ქვევრიდან ბოჭკებში ჩაასხა საქაჩით,
მერე კი თასებით უგონოდ გამოთვრა, კატებს დაერია ყვითელი ცოცხებით, დაიწყო დღეების თითებზე გამოთვლა, ბებოს გადახედა მზაკვრული ოცნებით...
და ასე წაბრძანდა პაპა სახლსა შინა, ბებოს დაუტოვა ეზო და სახნავი, მიწვა კუშეტკაზე,მაგრად წაუხვრინა, ზედ გულზე ეყარა ნაჭამი ფახლავა!...
კვაზი უმახინჯესი///ორიათასოცდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ჯერ ერითი იუმორისტულშია და მეორეც-ბოჭკა და კუშეტკა უფრო გასაღიმებელი მეჩვენება,ვიდრე კასრი და ტახტი ;) ჯერ ერითი იუმორისტულშია და მეორეც-ბოჭკა და კუშეტკა უფრო გასაღიმებელი მეჩვენება,ვიდრე კასრი და ტახტი ;)
6. ჯერ ერთი იუმორისტულში დაგედო, უფრო უპრიანი იქნებოდა, მეორეც ,,,ბოჭკა,, კუშეტკა,, და ა. შ. ქართულად დაწერე ჯერ ერთი იუმორისტულში დაგედო, უფრო უპრიანი იქნებოდა, მეორეც ,,,ბოჭკა,, კუშეტკა,, და ა. შ. ქართულად დაწერე
5. პაპით თუ დაიწყე ბაბუით რატომ გააგრძელე? :) კარგია +
პაპით თუ დაიწყე ბაბუით რატომ გააგრძელე? :) კარგია +
4. ზოგს თივა შეხვდა და ზოგს ქერი კალთებით ხალათის,განაჩენი არ იყო სადაო, ხოლო ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ კატები, რიგი და კატები? საიდან სადაო!
=))) ძალიან მაგარი ხარ კვაზიმოდო =)) 5. ზოგს თივა შეხვდა და ზოგს ქერი კალთებით ხალათის,განაჩენი არ იყო სადაო, ხოლო ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ კატები, რიგი და კატები? საიდან სადაო!
=))) ძალიან მაგარი ხარ კვაზიმოდო =)) 5.
3. რა ვიცი რატომ კითხულობთ? :))))
რა ვიცი რატომ კითხულობთ? :))))
2. რატომ წერთ ასეთ სისულელეებს? კი არა და.... მე რატომ ვკითხულობ? .. ჰმ. რატომ წერთ ასეთ სისულელეებს? კი არა და.... მე რატომ ვკითხულობ? .. ჰმ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|