ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 იანვარი, 2015


მისტერ უერთგულესობა

ნუ გაურბით სიკვდილს,იცით რომ მას ვერ გაექცევით!
თვალებში ჩახედვის ყველას გვეშინია რატომღაც,არადა ეს გარდაუვალობაა...
ის სინათლეზე უფრო დიდი სინათლეა,ზოგს კი სიბნელედ მიაჩნია...
ის უცხოა და უცნობია,არადა კარგად რომ დაუფიქრდე,ყველაზე ახლობელი აღმოჩნდება.
სიცოცხლე-მოღალატეა,
სიკვდილი-უერთგულესობა,
იგი ძაღლივითაა,ზის და გვდარაჯობს.
სიკვდილი ზოგს არაფერი ჰგონია,ის კი ყველაფერია,
გაცილებით მეტის დამტევი და მომცველი ვიდრე სიცოცხლე.
მისი ნამდვილი სახელი გარდაცვალებაა!
ეს კი სხვა მატერიაში გადასვლას და მარადიულობას ნიშნავს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები