ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხმიადაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2015


***

ასე სანატრელი და უშორესია,
რითმის მატარებლის გრძელი ვაგონები.
ჩემში არაფერი, მხოლოდ პოეზია
მასაც აქა–იქ და ზოგჯერ ვაგონდები.
ახლა შუაღამე, გულს შემოესია
რითმის მდუმარე და მოკლე პროცესია.
სხვა თუ არაფერი, ხომ მაქვს პოეზია?!
ხომ მაქვს პოეზია?! ხომ მაქვს პოეზია?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები