ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პატარა ბესო
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2015


არასდროს გეტყვი სიტყვას "მჭირდები"

არასდროს გეტყვი სიტყვას "მჭირდები"
საქციელით თუ მიხვდები ამას,
ვერასდროს გეტყვი "მე შენ მიყვარხარ"
რადგან მგონია პატარა არ ხარ,
რომ გაოცნებო მხოლოდ სიტყვებით,
რომლითაც ბევრი ბროლის კოშკს აგებს,
რომ შენ ვერ მიხვდე ის დიდი გრძნობა
რითაც ეს გული შენს  თავს ემონა.
ეს სიფრიფანა მხოლოდ სიტყვები,
ჩემს გრძნობებს ულევს ვერ გამოხატავს
და ვერც მხატვარი მას ვერ დახატავს
თუნდაც მიადო გულზე ტყვიები
არასდროს გეტყვი სიტყვას "მჭირდები,"
ვერასდროს გეტყვი "მე შენ მიყვარხარ"
შენ ჩემი ლექსით მიხვდი "მჭირდები"
შენ ამ სიტყვებით მიხვდი    "......." !!!!!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები