ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანდრეა_
ჟანრი: პოეზია
4 თებერვალი, 2015


თოვლი მომქონდა

ღრუბელი ხელით თვალებს ისრსისავს
და თოვლი ჩუმად იყრება ქვემოთ,
დღეს თუ მოვედი იცი რისთვისაც,
მე შენ სიყვარულს გიპირებ ჩემო.

უსინათლობის სევდით გადაღლილ,
თვალებს ქვებივით ვაწყობ ფანჯრებთან,
რატომ შექმენი ღმერთო ადამი,
თუკი იცოდი გიღალატებდა!?

და მეც ასევე ვაგრძელებ წერას,
ჩემს ოცნებაზე სევდინ ლექსის,
რადგან პოეტის ბრმა ბედისწერა,
ცოლია ჩემი უსაყვარლესი.

თოვდა და თოვლის მსუყე გულიდან,
მე ლუკმასავით მოვკბიჩე გუნდა,
რომელსაც მშიერ ხელით ვუვლიდი,
რადგან შენამდე მოტანა მსურდა.

ღრუბელი ხელით თვალებს ისრისავს
და თოვლი ჩუმად იყრება ქვემოთ,
დღეს თუ მოვედი იცი რისთვისაც,
მე შენ სიყვარულს გიპირებ ჩემო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები