აღარ მინდა პიზის კოშკის დანახვა, კოლიზეუმს ვნახავ, როგორც სტუმარი, მონატრებამ სამშობლოზე დამღალა, ეს ფიქრია ჩემი თავსასთუმალი. მომენატრა ფრთაფარფატა თოლია, დილის ცვარით დანამული მინდვრები, მომენატრა ის, რაც ახლა შორია, განთიადი, მზისფრად განარინდები... მომენატრა ცისფერთვალა ფაზისი, ალვის ხეთა მორცხვი სინარნარეთი, მის სიყვარულს ვერაფერში გავცვლიდი, ვერც ვერაფერს ვეღარ შევადარებდი... მომაქვს სული ძველ სიზმრებთან ანაზდად, და იმედის გზებზე ვკოცნი ღიღილოს, ოცნებებში მოქარგულო ლამაზად, მსურს ლაღი და ფრთაგაშლილი გიხილო... საქართველოვ, ჩემო წმინდა ტაძარო, მთხოვნელი ვარ ახლა შენგან შენდობის, თუ დღეს მათბობს სხვა მიწა და სხვა წყარო, რწმენა დამაქვს შენი ერთადერთობის!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. გმადლობთ ლევანა, უფალი იყოს თქვენთანაც! გმადლობთ ლევანა, უფალი იყოს თქვენთანაც!
8. თუ დღეს მათბობს სხვა მიწა და სხვა წყარო, რწმენა დამაქვს შენი ერთადერთობის!!
მშვენიერია! თუ დღეს მათბობს სხვა მიწა და სხვა წყარო, რწმენა დამაქვს შენი ერთადერთობის!!
მშვენიერია!
6. მეც შენს დღეში ვარ! მეც შენს დღეში ვარ!
5.
ძალიან მომეწონა.
განთიადი, მზისფრად განარინდები...
ძალიან მომეწონა.
განთიადი, მზისფრად განარინდები...
4. +. 05/02/15წ. ნექტარი. +. 05/02/15წ. ნექტარი.
3. ხომ გაგიგია, ვისაც შვილი არ მოკვდომია სამძიმარს ნუ ეტყვიო..... ბევრს, სამწუხაროდ, ვერ გაუცნობიერებია რა ტკივილია სამსობლოდან მოშორებით ყოფნა.
ეს ლექსიკი ისაა რასაც განიცდი და არ საჭიროებს გარჩევას.....ღმერთი შენთან!!!! არც მე ვარ საქართველოში, ასე რომ შორიდან მოვესიყვარულოთ.... ხომ გაგიგია, ვისაც შვილი არ მოკვდომია სამძიმარს ნუ ეტყვიო..... ბევრს, სამწუხაროდ, ვერ გაუცნობიერებია რა ტკივილია სამსობლოდან მოშორებით ყოფნა.
ეს ლექსიკი ისაა რასაც განიცდი და არ საჭიროებს გარჩევას.....ღმერთი შენთან!!!! არც მე ვარ საქართველოში, ასე რომ შორიდან მოვესიყვარულოთ....
2. გმადლობთ ოთარ! გმადლობთ ოთარ!
1. ასე იცის სამშობლოს სიყვარულმა, მონატრებამ. მალე გენახოს საქართველო.
5 ასე იცის სამშობლოს სიყვარულმა, მონატრებამ. მალე გენახოს საქართველო.
5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|