| ავტორი: ნექტარი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 9 თებერვალი, 2015 |
ს ა ო ც რ ე ბ ა ა....
ფ უ ტ კ ა რ ი - არის-პირველ წარღვნას გადარჩენილ, სამყაროს მილიონიან წელთა ცვალებადობით გარდაქმნილი, სახეცვლილი და ჩვენამდე ამ გარეგნობით მოღწეული- ა დ ა მ ი ა ნ ი. იკვებება ძირითადად ყვავილების ნექტარით, ძალიან შრომსმოყვარეა, სამართლიანი. ვერ იტანს უსაქმურობას.. მზრუნველია. უწყლოდ ვერ სძლებს.სიცივეს ვერ იტანს. მოგზაურობის და რუკების მცოდნეა. კარგად განვითარებულია. საქორწინო რიტუალით იქმნება ახალი ოჯახი, მცხუნვარე მზეში, დღისით. მშენებლობისა და საკვების ტექნოლოგიის უბადლო მცოდნეა. სახლის ბინადარია. ზრუნავს ზამთრის საკვების მოპოვება-შენახვაზე. სარჩოს მომპოვებელი და შემნახველია, საკმაოდ კარგად აქვს გამოთვლილი დრო, პერიოდი და კარგად ანაწილებს შენახულ სარჩოს მთელ ოჯახზე, სავების მოპოვების დროის დადგომამდე. დედა არის - ოჯახის მმართველი, უფროსი. მრავალი შვილის მშობელი. განსაკუთრებულ პროდუქციას ქმნის, რომლისთვისაც, მაღალი ტექნოლოგიით ამზადებს ჭურჭელს-ფიჭას, თავსახურით. ამზადებს-თაფლს, რძეს, წამალს-შხამს, სინათლის წყაროს-სანთელს დინდგელს. კარგი მეომარია. უყვარს თავგანწირვა, გამბედავია. შეუპოვარი. მოახლოებულ საფრთხეს გრძნობს. რანიც იმჟამინდელი გარემო პირობებით არის გამოწვეული. საკუთარ თავს თავად მართავს.
მ ე რ ც ხ ა ლ ი - არის - მეორე წარღვნას გადარჩენილი, და ასეთი სახით ჩვენამდე მოღწეული - ა დ ა მ ი ა ნ ი. უფრო განვითარებული. მაღალი ხმოვანი ბგერებით და გამძლეობით ამტანი კლიმატური პირობებისა. გადამლახავი საზღვრებისა და გადარჩენის საშუალებთა მაძიებელი. გაცნობიერებული. უფრო გონიერი. განვითარებუილი. რუქებისა და მშენებლობათა უებრო მცოდნე და განათლებული. უცხო ქვეყნის მნიშვნელობის მცოდნე და მოგზაური. მასწავლებელი. თავდაცვისუნარიანი. ფრთოსანი. გრძნობის ორგანოგანვითარებული მნიშვნელოვანწილად. სიცივე არ უყვარს. უკვე ხორცეულით მკვებავი. უწყლოდ არ შეუძლია. შრომისმოყვარეა. უვნებელი. კანონმორჩილი და წეს-ჩვეულებათა უბადლო აღმსრულებელი.სახლის მშრალად მობინადრე და სითბოსმოყვარული. უმშვენიერესი არსება. თანაბრად მზრუნველი და თავდადებულია, ხუთი შვილის მშობელი, როგორც დედა , ასევე მამა. მამა მართავს ოჯახს, არჩენს შვილებს, ზრდის.უხსნის, აჩვევს და ასწავლის ყველაფერს. ქორწინდებიან საქორწინო რიტუალით და მრავალრიცხოვანი სტუმრების თანხლებით. მეფე-პატარძალს აქვს ყველაზე მაღლა აჭრის უფლება ზეცაში, ამ დღეს. ყველა დანარჩენნი მათ შესცქერიან და ხმადაბლა საუბრობენ ამ დროს. ქორწინებისათვის არჩევენ მზიან დღეს და ზაფხულის პერიოდს. მამა არის - ოჯახის მმართველი, უფროსი. საკუთარ თავს თავად მართავს. არის ჩვენს შორის განსხვავებანი : ჩვენ დავდივართ, ვმეტყველებთ, ვიმართებით.
საინტერესოა, როგორი იქნება მესამე წარღვნის შემდეგ ახლად წარმოშობილი ადამიანი, ჩვენ გარდაქმნილი სახით, ანდა თუ გადარჩებიან ფუტკრები და მერცხლები მაშინაც და როგორი სახით?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესოა ფუტკარი, მერცხალი და კომენტარები. საინტერესოა ფუტკარი, მერცხალი და კომენტარები.
4. ესეც საინტერესოა. მახსოვს, ერთ ზამთარს, ერთმა დარჩენილმა მერცხალმა ჩვენს სახლში გამოიზამთრა. გაზაფხულზე დაბრუნებულმა მერცხლებმა თავი მოიყარეს სწორედ იმ ადგილას სადაც ზამთარი გაატარა დარჩენილმა მერცხალმა. საოცარი სურათი ვიხილე იქ. აიწეოდა ერთი მერცხალი ადგილიდან, მცირე სიმაღლეზე, დაჯდებოდა თავისსავე ადგილზე წყნარად იჭიკჭიკებდა, გაჩუმდებოდა და დახრიდა თავს. იქ მჯდომი ყველა მერცხალმა ეს რიტუალი შეასრულა თანმიმდევრობით. ბოლო მერცხლის გამოსვლის შემდეგ დაენარცხა მიწას ზამთარ ჩვენთან გატარებული მერცხალი და სული განუტევა. საშინელ დღეში აღმოვჩნდი. მივედი მერცხალთან, არ ვიცოდი როგორ მეშველა, მაგრამ უსულოდ იყო უკვე. ვტიროდი ცხარე ცრემლით. დედამ, რომ დამინახა გაკვირვებულმა მკითხა ტირილის მიზეზი და თავადაც ატირდა. როგორ მინდოდა რომ ასე არ მომხდარიყო... მაგრამ რა..., მივხვდი, რომ მათზე უძლური აღმოვჩნდი და ვყოფილვარ კიდეც..მე ვიყავი ადამიანი.. ეს ამბავი ჩემი ცხოვრების სინანულის წუთებშია დღემდე და ასე იქნება მუდამ. ნექტარი. ესეც საინტერესოა. მახსოვს, ერთ ზამთარს, ერთმა დარჩენილმა მერცხალმა ჩვენს სახლში გამოიზამთრა. გაზაფხულზე დაბრუნებულმა მერცხლებმა თავი მოიყარეს სწორედ იმ ადგილას სადაც ზამთარი გაატარა დარჩენილმა მერცხალმა. საოცარი სურათი ვიხილე იქ. აიწეოდა ერთი მერცხალი ადგილიდან, მცირე სიმაღლეზე, დაჯდებოდა თავისსავე ადგილზე წყნარად იჭიკჭიკებდა, გაჩუმდებოდა და დახრიდა თავს. იქ მჯდომი ყველა მერცხალმა ეს რიტუალი შეასრულა თანმიმდევრობით. ბოლო მერცხლის გამოსვლის შემდეგ დაენარცხა მიწას ზამთარ ჩვენთან გატარებული მერცხალი და სული განუტევა. საშინელ დღეში აღმოვჩნდი. მივედი მერცხალთან, არ ვიცოდი როგორ მეშველა, მაგრამ უსულოდ იყო უკვე. ვტიროდი ცხარე ცრემლით. დედამ, რომ დამინახა გაკვირვებულმა მკითხა ტირილის მიზეზი და თავადაც ატირდა. როგორ მინდოდა რომ ასე არ მომხდარიყო... მაგრამ რა..., მივხვდი, რომ მათზე უძლური აღმოვჩნდი და ვყოფილვარ კიდეც..მე ვიყავი ადამიანი.. ეს ამბავი ჩემი ცხოვრების სინანულის წუთებშია დღემდე და ასე იქნება მუდამ. ნექტარი.
3. მოგესალმებით ბატონებო! მელ.ზ. და ლევან.მადლობათ დიდად. გამეხარდა თხვენი გამოხმაურება.იღბლიან დღეს გისურვებთ. უფალმა დაგლოცოთ. პატივისცემით ნექტარი. 09/02/15წელი. მოგესალმებით ბატონებო! მელ.ზ. და ლევან.მადლობათ დიდად. გამეხარდა თხვენი გამოხმაურება.იღბლიან დღეს გისურვებთ. უფალმა დაგლოცოთ. პატივისცემით ნექტარი. 09/02/15წელი.
2. დასტური მელ.ზ.-ს საინტერესოა......
დასტური მელ.ზ.-ს საინტერესოა......
1. რა საინტერესოა. ..
მე ვფიქრობ ფუტკრები და მერცხლები აუცილებლად გადარჩებიან. .. იგივე სახით. ...
მე მერცხლად მოსვლას ვისურვებდი. ... ან უბრალო, ზღვაზე მოლივლივე ნავი ვიქნებოდი. .."ნავი, ფრთებით რომ ჰგავს მერცხალს. " :)
რა საინტერესოა. ..
მე ვფიქრობ ფუტკრები და მერცხლები აუცილებლად გადარჩებიან. .. იგივე სახით. ...
მე მერცხლად მოსვლას ვისურვებდი. ... ან უბრალო, ზღვაზე მოლივლივე ნავი ვიქნებოდი. .."ნავი, ფრთებით რომ ჰგავს მერცხალს. " :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|