 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 8 თებერვალი, 2015 |
რაღაც საოცარი მონდომებით, მსურს, რომ გონებიდან ამოვშალო ხანა-ვენეციურ გონდოლების, მერე ღამეები-ნამრუშალი, როცა ბაგეებზე მაკოცნინე, შენ რომ ჩაგაბარე სიმარტოვე, მახსოვს იუტა და ვისკონსინი, უფრო იარმორკა და მადათოვი, მახსოვს ნატეკილარ-ნააგავარ ხანა აცტეკთა და მეხიკოსი, რადგან მიწისაგან აღიგავა ფიქრი ტიციანის მიხაკებზე, მახსოვს ასურეთი, ფინიკია, იქით ვნებაა და ურარტუა, ჩემში ღვთაებრივი პანიკაა, ჩემში კლიოა და ერატოა, ჩემში უდროობის სამარეა, სიუბრალოეთა ეპატაჟი, აქ კი, მოსკოვი და სამარაა, შორს კი, საუკუნო ერმიტაჟი, ჩემში ერთი ხმალი აილესა, მქვია ზეციური მეომარი, მე ვარ ბოგოტა და აირესი, მონტევიდეო და რიო მე ვარ, რაღაც საოცარი მონდომებით, მსურს, რომ გონებიდან ამოვშალო ხანა-ვენეციურ გონდოლების, მერე ღამეები-ნამრუშალი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ვისაც არ მოეწონება ხოლმე რამე, წესით არც უნდა დააკომენტაროს, უბრალოდ გაატაროს და მორჩა. მაგრამ ზოგიერთს არ ასვენებს რაღაც, შეიძლება და უბრალო ადამიანური სისუსტე.........:))) ვისაც არ მოეწონება ხოლმე რამე, წესით არც უნდა დააკომენტაროს, უბრალოდ გაატაროს და მორჩა. მაგრამ ზოგიერთს არ ასვენებს რაღაც, შეიძლება და უბრალო ადამიანური სისუსტე.........:)))
4. აი, ჩვენი ბოლო დარდიც ეგ იყოს :დდდ აი, ჩვენი ბოლო დარდიც ეგ იყოს :დდდ
3. არ მომეწონა. : ( არ მომეწონა. : (
1. როგორ ხსნის სათაური მთელ ტექსტს :)
"სიუბრალოეთა ეპატაჟი"...
როგორ ხსნის სათაური მთელ ტექსტს :)
"სიუბრალოეთა ეპატაჟი"...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|