ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თუში
ჟანრი: პოეზია
25 ნოემბერი, 2015


უსათაუროდ

წინ, წინ გასწიო იძახის ერთი,
ხოლო მეორეს ბურუსი ფარავს,
წარმატებისკენ! იძახის ერთი,
მეორეს არ აქვს ამისი ძალა.

პირველი ყვირის შენია ბურთი
ამ დედამიწის, ნურვის დაუთმობ,
მეორე უკვე გადაიღალა
და დაბალ ხმაზე ღმერთთან საუბრობს.

ერთ მხარეს ქარი და გრიგალია,
მომავლის რწმენის, ალღოს აღების,
მეორე მხრიდან ავად მიმზერენ,
ძველი, თუშური სარკოფაგები.

ორივე მე ვარ, ვდგევარ სასწორზე,
სულ ერთი გირი აკლია პინას,
ნეტავ სარკოფაგს დავუძმაკაცდე?
თუ გარდავიქმნა, უჟანგავ რკინად.

არ დავნებდები, მაინც არასდროს,
არ შევაჩერებ ამ გულის ფეთქვას,
თქვენს სიყვარულში დავიფერფლები,
ეს არის ძმებო რაც უნდა მეთქვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები