 | ავტორი: ბუდულა_22 ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 11 თებერვალი, 2015 |
ყოველდღე ერთი და იგივე არ მობეზრებია, ხუთი წელია, არ მობეზრებია. უფრო მეტად ამ ბოლო დროს სხვა არაფერი აინტერესებს. ადრე სულ წუწუნებდა, ერთი და იგივეს კეთება ეზარებოდა . ახლა ამ აღმართის ავლა შეუყვარდა კიდევაც.გულს არ უტყდება, თორემ უფრო მნიშვნელოვანი საქმე სხვა არაფერი აქვს. დილით ისე ადრე დგება, ბინდია ჯერ კიდევ.სკოლაში წასვლამდე მასთან უნდა შეიაროს,ხომ უნდა გაიგოს, ღამე როგორ გაატარა. რაც მასთან აღარ ცხოვრობს, უფრო მეტად წუხს, ღამე მის გარეშე რომ გადის. ბოლო დროს მუხლები აღარ მოსდევს, რევმატიზმებია თუ რა ქვია, იმით დაავადდა.ექიმმა წამალიც გამოუწერა, რომ მუხლი კარგად გაიმაგროს და სიარული შეძლოს, აღმართის ავლა ყოველდღე უნდა შეძლოს. დიდხანს უნდა იაროს,უფრო სწორად სულ უნდა იაროს, სანამ ცოცხალი იქნება... და როცა აღარ იქნება, თავისთავად ამ ბორცვთან იქნება ახლოს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ჩემი მოსწავლის მონათხრობია: ბებიამისს შვილი (ბიძამისი) გარდაეცვალა და ხუთი წელია, ყოველ დილით, შვილის საფლავზე გადის , მის მერე ჯდება მატარებელში და მიდის შორეულ სოფლის სკოლაში.(მათემატიკის მასწავლებელია) ყოველ დილით, უკვე ხუთი წელია. ღმერთმა აცილოს ყველას ეს გასაჭირი :( ჩემი მოსწავლის მონათხრობია: ბებიამისს შვილი (ბიძამისი) გარდაეცვალა და ხუთი წელია, ყოველ დილით, შვილის საფლავზე გადის , მის მერე ჯდება მატარებელში და მიდის შორეულ სოფლის სკოლაში.(მათემატიკის მასწავლებელია) ყოველ დილით, უკვე ხუთი წელია. ღმერთმა აცილოს ყველას ეს გასაჭირი :(
4. კარგით რა... :((((((((
თქვენ არ იცით მე რა მტირალა ვარ... კარგით რა... :((((((((
თქვენ არ იცით მე რა მტირალა ვარ...
3. თუ შვილის საფლავზე მიდის, არც მაშინ?:((( თუ შვილის საფლავზე მიდის, არც მაშინ?:(((
2. რატომღაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება გამახსენდა ახლა... "ადამიანთა სევდა" ყველა ადამიანი აღმართზე მიდის ალბათ,სანამ ცოცხალია, მაგრამ რაღაც თითქოს ვერ ჩავწვდი მაინც "დედაშვილს"... რატომღაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედება გამახსენდა ახლა... "ადამიანთა სევდა" ყველა ადამიანი აღმართზე მიდის ალბათ,სანამ ცოცხალია, მაგრამ რაღაც თითქოს ვერ ჩავწვდი მაინც "დედაშვილს"...
1. ბოლო წინადადების გარდა ვერაფერი გავიგე, გადავიღალე ალბათ..... კიდევ წავიკითხავ.... ბოლო წინადადების გარდა ვერაფერი გავიგე, გადავიღალე ალბათ..... კიდევ წავიკითხავ....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|