 | ავტორი: უოლტერი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 22 თებერვალი, 2015 |
"დავრჩით ისევ მე და მე, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.. ჩვენ ვერ ვგუობდით სხვებს, ბოლოს ვჩერდებით სადგურზე ორნი.. ვისუნთქავთ სიგარეტის კვამლს, კვამლთან ერთად ცივ ჰაერს, ჰაერს მიჰყვება წამიერი სიამე.. სანამ ფილტვებამდე ჩავა იკარგება კიდეც.. ნაცრისფერ კედლებს დიდხანს ვუყურებთ, ნოსტალგიის,დეპრესიის კედლები.. -აღარ გამოჩნდაა?-უკვე ეს კითხვა გადაიქცა რიტორიკულად.. ვდუმვართ დიდხანს..ხან თვალებს ვხუჭავთ, წამწამებზე ფანტელები რომ სხდებიან მოგვწონს.. ჰაერი ნაზად სუსხავს, გარშემო მაღალიი, შიშველი ხეებია..ტროტუარი სულ თეთრია..მივდივართ ნელა და უდარდელად..არ გვინდა ამ ხეებს მიღმა სამყაროზე ფიქრი, არ გვინდა იქით რამე იყოს. აქ ყველაზე კარგად ვართ. თვალები ოდნავ იღება და პირველი ფერი ისევ ნაცრისფერია, დეპრესიის კედლები.. ვდგავართ ისევ მე და მე, ერთმანეთში ვსაუბრობთ,უკეთესი მეგობრები ვერ ვნახეთ. მერე ვჩუმდებით, სათქმელიც აღარ არის და დიდხანს, გაბუტულებივით, ხმას არ ვცემთ ერთმანეთს."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|