" et Venus in decore pulchrior es mulier in mundo"
დიაკონი თაკა კელიიდან გამოიზლაზნა, მარმარილოს მოვარაყებულ კიბეებს მაღლა აუყვა და პადრეს მოსასვენებელში მოწიწებით შეიპარა. ყველაფრეს რასაც კი პადრე მილაკი ეხებოდა, თაკასთვის წმინდა რელიქვიად აღიქმებოდა, რამაც ერთი მავნე ჩვევა გაუჩინა დიაკონს. მილაკის მიერ ხელშენახებ ნივთებს ჩუმ-ჩუმად იპარავდა, იქნებოდა ეს ზურგის მოსაფხანი, ხისტარიანი ჯაგრისი თუ კბილის საწმენდი ძუა. თავისი კელიის საიდუმლო ნიშაში საკულტო საგნების კოლექციას დიდი სიხარულით ავსებდა და ავსებდა, ლოცვის დროს რომელიმე “რელიქვიას” მაგალითად გახვრეტილ წინდებს (რომლებსაც ჯერაც შერჩენოდათ მილაკის ფეხის არომატი) ხელებში მოიქცევდა, მუხლებზე დაეხეთქებოდა და მხურვალედ შესთხოვდა უფალს ყველა სულიერზედ გამოეღო მოწყალება.
ცხადია საგნებს რომლებსაც თაკა ასე მონდომებით აგროვებდა ბევრი სიხარული მოჰქონდათ მისთვის,თუმცა გარდა ზემო ხსენებული უკვე გაბზარული ღამის ქოთნებისა, მყრალი წინდებისა თუ დანა-ჩანგლებისა, თაკა კიდე აკოწიწებდა ბევრად მნიშვნელოვან, მილაკისეულ ორგანულ ნივთიერებესაც, მოპარსული წვერის, შეჭრილი თმებისა თუ მოჭრილი ფრჩხილების სახით, რომლებითაც დიაკონი პადრეს ხატ-სახეს ქარგავდა ჯვალოზე. “ხატი” ჯერ არ დაესრულებინა, საჭირო მასალის შეგროვებას დრო სჭირდებოდა, ამიტომ მას ცდა უხდებოდა სანამ ძვირფას მილაკს მოეზრდებოდა თმა და ფრჩხილებ, შემდეგ სანამ შეაჭრიდა მათ. თაკას გაუმართლა იმაშიც რომ თავისი ხელით უწევდა პადრეს გაპარსვა, დავარცხნა და დაბანა.
ის და მილაკი ახლა სან პედროში მიემგზავრებოდნენ. ტყავის ტომარაში სამოსსა და ბოროტებასთან ბრძოლისთვის საჭირო იარაღების ჩალაგებას შეუდა. ყველაფერს ჩქარ-ჩქარა კი ალაგებდა, მაგრამ უკმაყოფილო მილაკის ყვირილი მაინც შემოესმა- “დაუჩქარე შე უღვთო, დაუჩქარე”-გაჰკიოდა პადრე. მერე როგორც იქნა თაკამ ფუთფუთი დაასრულა და კისრისტეხვით გავარდა ეზოში, სადაც ეტლი უკვე ჩამოეყენებინათ, ორივენი გვერდი-გვერდ მოთავსთდნენ, ეტლის სიმყუდროვემ რული მოჰკიდა მილაკს, სამგზავრო ლოცვის წაკითხვა ვეღარ მოასწრო ისე ჩაეძინა. დროდადრო მეეტლეს შეძახილი აფხიზლებდა რის გამოც წყევლსა და კრულვას არ აკლებდა, წამის შემდეგ კი ისევ ადამის უდარდელობით თვლემდა.
გზას ცოტა მოექანცა, ქალაქის შესასვლელთან ბერი ფილიპე დაუხვდა და მხურვალე სალამის შემდეგ ღირსი მამაო თავის კელიაში წაიყვანა, ტრაპეზის შემდეგ ფილიპემ სუფთა ზეწრები მიაწოდა, მოსასვენებლისაკენ გაუძღვა, მილკიმ იუარა, დროის დაკარგვა აღარ სურდა, ჭირსაც წაუღია ძილი, ეშმაკის მოგონილიაო გაიძახოდა, ცხოველური სურვილი კლავდა გარკვეულიყო იმ ავად სახსენებელი შადრევანის ისტორიაში.
ფილიპე იხსენებდა ორი ღამის წინანდელ ამბავს როცა ერთი ახალგაზრდა ქალი, თავის შეყვარებულთან ერთად მისულა იმ ადგილას:- ქალაქში სტუმრად ყოფილან და ამ შადრევანის ავი თვისების შსახებ არაფერი სცოდნოდათ, წყვილს დიდხანს უთვალიერებია მოჩუქურთმებული, მარმარილოსგან ნათალი ვენერას ფიგურები, მერე ვაჟი სატრფოს გახუმრებია და პეშვით შადრევანიდან ამოღებული წყალი მიუპკურებია, ქალიც ასე მოიქცა, ერთხანს უწუწავიათ და ჟრიამულ-მხიარულებით უკან სასტუმროში დაბრუნებულან, ძილის წინ ოცდაათი წლისა ძლივს თუ იქნებოდა ქალი და ვაჟი ოცდა თხუთმეტისა, ხოლო როდესაც მზე ამოსულა და თვალები გაუხელიათ ორთავენი ოთხმოც-ოთხმოცისა შესრულებულან. ქალის კივილზე ოდის მეპატრონე გამოვარდნილა და რასაც ხედავდა თვალებს არ უჯერებდა, მუხლებზე დამხობილა წმინდა პეტრეს სახელზე ლოცვაც აღუვლენია, კოლბაში ნაკურთხი წყალიც ჰქონდა და საბრალო ქალისთვის, რომელიც იატაკზე ქვეწარმავალივით ხოხავდა შეუპკურებია, არც ლოცვამ და არც ნაკურთხმა წყალმა არ უშველა, ახალგაზრდა ქალის სხეული, დახეთქოდა და ნაოჭებისგან დასერილიყო. მესამე დღეს კი წყვილი სიბერისგან გარდაიცვალა. პარაკლისიც მოვაწყვეთ და ყველა საჭირო ცერემონიალის შემდეგ მათ მშობლებსაც შევატყობინეთ მომხდარი, ალბათ სწორედ ახლა იგებენ ჩემი წერილიდან, თუ რა დაუჯერებელი ამბავიც შეემთხვათ საბრალოთ.
-მლაკს არ გაჰქვირვებია, ამგვარი მისტიკური ამბავის შემსწრე პირველად არ ყოფილა, სწორედ ამიტომ მოიწვიეს ის სან პედროში, სხვა ამ საქმეს ხელს ალბათ არც მოჰკიდებდა, მხოლოდ ღირს მილაკს ჰქონდა იმდენი სიმამაცე და უფლის წყალობა რომ შეძლებდა შადრევანში ჩაბუდებულ ავ სულებთან გამკლავებას. ფილიპეს სიტყვა მისტიკა ჩასწვდა ყურში და ჩეღიმა, მილაკს არ ეთანმხებოდა, თვითონ მომხდარში მისტუკურს ვერაფერს ხედავდა, უფრო იმას ფიქრობდა რომ წყალში რაღაც ბაქტერია იყო რომელიც ეპითელურ ქსოვილთან კონტაქტისას მის ჭკნობას ან წვას იწვევდა რაც სიბერის ეფექტს ქმნიდა, ხოლო როდესაც ბაქტერია ორგანოებამდეც მიაღწევდა ცხადია მოკლავდა ადამიანს, რაც ასევე ხსნიდა იმ ორი წყვილის იდუმალ გარდაცვალებას. რამდენადაც ფილიპე მომხდარში, ბიოლოგიურსა და ფიზიკურს ხედავდა მილაკისთვის ამდენადვე ფანტასტიკური და ოკულტუსტური იყო შადრევანის ქცევა. ახლა მთავარი იყო შადრევნიდან სინჯი ისე აეღოთ რომ თვითონაც არ დაწყევლილიყო, ეს ახალგაზრდა, ლამაზი და ძლიერი სხეული ერთიანად არ ჩამოხმობოდა. ყველაფერი, ყველაფერი და პადრე სიბერისათვის მზად ნამდვილად არ იყო, მითუმეტეს სიკვდილისთვი.
მილაკი, თაკა, ფილიპე და რამდენიმე დიაკონი და კიდევ ორი მამაო დანიშნულების ადგილას მივიდნენ, როდესაც შადრევანს მიუახლოვდნენ მილაკი მისმა უჩვეულო სილამაზემ გაართო, მოქანდაკეს ვენერას ძუძუ ისეთი სინაზით გამოეთალა რომ მილაკს ერთიანად ააკანკალა, ქვის ქმნილება საოცრად ჰგავდა იმ ხორცს რომელსაც მილაკი კარგა ხანია არ მოჰფერებია, თეძო და კოჭები სრულყოფილებას ეჯიბრებოდნენ, სავსე გული საკოცნელად იხმობდა პადრეს, თვალები სისხლისფერი გაუხდა, ძარღვები დაებერა, ალბათ ერთ ქანდაკებას გაუმკლავდებოდა მაგრამ, შადრევანზე ნაკვეთი ადამიანის სიმაღლის ვენერები სხვადასხვა პოზაში იმზირებოდნენ, ზოგი იღიმოდა, ზოგიც კი ვნებიანად იღერებდა მკერდს.
პადრეს გონება ცოდვათაგან უმძიმესმა მოიცვა, წარმოიდგინა თავი ყველა ვენერასთან, ისე ცხადად ხედავდა შიშველ ქალებს რომ სარცხვინელიც აეწვა. უცნაურად იკრუნჩხებოდა, მამათა წმინდა სამოსით ცდილობდა დაეფარა, უხერხულად შებერილი ადგილი. თაკა დროზე გაერკვა პადრეს ბილწ ფიქრებში, შეებრალა მრავალგზის ნათმენი და ნატანჯი თავისი მამა და მოძღვარი, მიუახლოვდა, მოსასხამი შემოიხსნა და მილას მოაფარა:- აქ ცივა და არ გაცივდეთ პადრე!- მილაკს თბილად გაუღიმა, ცოტახნით შერცხვა, ფილიპემ "ღირსო მამაოო" შემოსძახა და როცა თავის გაბზარული სიწმინდე ღირსებად იქნა ნახსენები მეორე ღვთის მსახურის მიერ, მყის დაივიწყა, მოინანიაო თითქოს.
მილაკიმ მოისაზრა და მონადირის ხელთათმანები ჩაიცვა, გაახსენდა რომ სუფთა ტყავისგან იყო შეკერილი, ამიტომ წყალს არ ატარებდა, სინჯი ისე აიღეს არ დასველებულან, როდესაც საქმეს მორჩნენ და ფილიპემ უკან დაბრუნება ბრძანა, მილაკიმ შადრევანთან ახლოს ისურვა დარჩენა, -"აქ გავშლით მე და ჩემი თაკა კარვებს, რომ ამ ადგილს არავინ მოუახლოვდესო, საჭირო ლაბორატორიულ აღჭურვილობას კი თქვენი მსახურები აქ მომიტანენ და უფრო მშვიდად შევძლებ მუშაობის გაგრძელებასო"
- ფილიპე და სხვებიც გააკვირვა პადრეს ასეთმა თავდადებამ, ვინ იცის რას მოწევდა მას ვერაგი შადრევანი, მაგრამ ის მზად იყო ღვთის სახელით თავი გაეწირა კეთილი მოქალაქეებისათვის, თავის სიცოცხლე თითქოს არაფრად უღირდა სხვების სიცოცხლესთან შედარებით. აღფრთოვანებულმა მღვდელმსახურებმა აღტაცებით შესძახეს “ვირ ბონუს ეტ პიუ დი ოპტიმო მილაკუს, ვივა მილაკუს! ვივა მილაკუს” ! მილაკს კი ერთი სული ჰქონდა მარტო დარჩენილიყო თავის ვენერებთან.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. შევიდა ეშხში
ერთი კარგი ფილმი გამახსენა შევიდა ეშხში
ერთი კარგი ფილმი გამახსენა
8. ეს არ არის პოეზია!!!!!! ეს არ არის პოეზია!!!!!!
7. მომეწონა. ველი გაგრძელებას. 5.
მომეწონა. ველი გაგრძელებას. 5.
6. +5 ველოდები +5 ველოდები
5. მართლაც სერიოზული პროზაა და უფრო სერიოზული გახდება დროსთან ერთად, გული მიგრძნობს. ეკოს "ვარდის სახელი" გამახსენა მაგრამ შეიძლება მხოლოდ იმიტომ, ესეც ბერებზე რომ არის. მართლაც სერიოზული პროზაა და უფრო სერიოზული გახდება დროსთან ერთად, გული მიგრძნობს. ეკოს "ვარდის სახელი" გამახსენა მაგრამ შეიძლება მხოლოდ იმიტომ, ესეც ბერებზე რომ არის.
4. ეს არის მწერლის ნაწერი! რა თქმა უნდა ჯონათანს ვეთანხმები იმ მცირე შესწორებაში და მუხასაც (მცირეოდენი კორექტურა მართლაც არ აწყენდა.)
რაცშეეხება ნაწარმოებს, ეს არის უძლიერესი თავისი მიმდინარეობით, თხრობის სტილით. დახვეწილი ინტრიგით და ჯანმრთელი იდეით აღჭურვილი შემოქმედება. მე არ ვიცი ვინ რას იტყვის ამ ნაწარმოებზე ან თვითონ ავტორზე სამომავლოდ, მაგრამ ჩემის მხრიდან ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ ზოგადად ამ ავტორის წიგნს ჩემი სამკითხველოს თაროზე. მიხარია სერენა შენი წერისკენ შემობრუნება. გააგრძელე მეგობარო, შენ ამისთვის ხარ დაბადებული.
კეთილი სურვილებით და პატივისცემით: ეს არის მწერლის ნაწერი! რა თქმა უნდა ჯონათანს ვეთანხმები იმ მცირე შესწორებაში და მუხასაც (მცირეოდენი კორექტურა მართლაც არ აწყენდა.)
რაცშეეხება ნაწარმოებს, ეს არის უძლიერესი თავისი მიმდინარეობით, თხრობის სტილით. დახვეწილი ინტრიგით და ჯანმრთელი იდეით აღჭურვილი შემოქმედება. მე არ ვიცი ვინ რას იტყვის ამ ნაწარმოებზე ან თვითონ ავტორზე სამომავლოდ, მაგრამ ჩემის მხრიდან ერთი სული მაქვს როდის ვიხილავ ზოგადად ამ ავტორის წიგნს ჩემი სამკითხველოს თაროზე. მიხარია სერენა შენი წერისკენ შემობრუნება. გააგრძელე მეგობარო, შენ ამისთვის ხარ დაბადებული.
კეთილი სურვილებით და პატივისცემით:
3. სერიოზული პროზის სუნი მცემს აქ :)
საინტერესო სიუჟეტი, პერსონაჟები, თხრობა...
"მამაო" არის სიტყვა "მამა" წოდებით ბრუნვაში და თხრობისას უნდა გამოიყენო მისი სახელობითი ბრუნვის ფორმა - "ღირსი მამა თავის კელიაში წაიყვანა".
სერიოზული პროზის სუნი მცემს აქ :)
საინტერესო სიუჟეტი, პერსონაჟები, თხრობა...
"მამაო" არის სიტყვა "მამა" წოდებით ბრუნვაში და თხრობისას უნდა გამოიყენო მისი სახელობითი ბრუნვის ფორმა - "ღირსი მამა თავის კელიაში წაიყვანა".
2. კი აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, მადლობა მუხა ))) კი აუცილებლად მივაქცევ ყურადღებას, მადლობა მუხა )))
1. მართლაც ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა
თითქოს. ცოდვა ცოდვილს ცოდვილმა დაუფარა, ღმერთი მიხვდა, კაცი ვერა.
კორექტურას მიაქციე ყურადღება, მართლაც ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა
თითქოს. ცოდვა ცოდვილს ცოდვილმა დაუფარა, ღმერთი მიხვდა, კაცი ვერა.
კორექტურას მიაქციე ყურადღება,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|