ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იადონი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2015


ცხოვრება..

ტირიფთა ტოტებზე გაშეშდა ფიქრები..
მზემ თვალი მომწყვიტა..
ასეთი უბრალო როდემდე იქნები?!
ცოტათი მომწყინდა..
ალბად ვერ შენიშნავ ჩემს თვალზე მარგალიტს,
გულით რომ გინდოდეს..
ღრუბლების ქულებად მოჰქრიან რაშები
ცხოვრების ჭილომდე..
ბავშვობა გავიდა, დღემ ფერი იცვალა,
ჩამუქდა სამყარო..
გზად ფეხი აგიწყვე, მოგყვები ბოლომდე,
არც ამით ვამაყობ..
დრო გავა დაკუწავს თებერვალს ფიფქები,
დიდხანს რომ ველოდი..
ასეთი მოწყენით არასდროს ვყოფილვარ,
ოდესღაც ვმღეროდი..
ჰორიზონტს გადაღმა მოჩანან სხივები,
მზე ლურჯად დაეშვა..
ვხედავ რომ მომბეზრდა დღეს განაფიქრების
სტრიქონზე გალექსვა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები