ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
8 მარტი, 2015


უდროობის ორდენის კავალერი

უდროობის ორდენის კავალერი
ხორცი ანუ სხეული, სულის მყიფე ჯავშანი,
დროებითი სადგომი და ჭრელ-ჭრულა კენჭია,
ხან სიზიფეს ლოდია.
დღის ამბავი არ იცი, ვერ იხსენებ შარშანდელ
ზამთრის პერიპეტიებს, რაგინდ ბევრი იმანჭო,
ყოვლად უპაროდიო
არის ყველა ეპოქა, შენ კი დრო არ გეყოფა
დასაწერად ცხოვრების, თუმც კი ბევრი ეცადე,
ღამეები მოწმობენ...
გსურს, რომ იმოლაღურო საპირწონედ ოფოფის,
მგლისფერ ძაღლებს უხტოდე გაუგონარ კვიცადვე,
მერე, როგორც ობობა,
მარტოობას მიქსოვდე ყველა დროის წინაშე,
უდროობის კავალერს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები