მინდოდა მეთქვა, გამებედა სიტყვები შენთვის, ითოვებს წლები და მდუმარედ მოვკვდები, ალბათ, რომ აღარასდროს აენთება ჩემი თვალები, არაფერს მეტყვი კვლავ ნაცნობი ღიმილით წახვალ.
მინდოდა მეთქვა, რომ მოვიდა უშენოდ მარტი, თან გამახსენა სიყვარულზე ერთი ზღაპარი და მაგ თვალების საოცარი ფერების მსგავსად, აფეთქდა ბაღში ზეცისფერი იასამანი.
აფეთქდა ნუშიც, გაიშალნენ ღრუბლები ცაზე, გაცოცხლდა ჩემში ძველებურად შენდამი ლტოლვა, როგორ მინდოდა გამებედა შენთვის სიტყვები, მერე რა, თუკი გაზაფხული უშენოდ მოვა.
მინდოდა მეთქვა, თუმცა სიტყვაც არ დამრჩა შენთვის, სჯობს მდუმარება დროისაგან გაცრეცილ ფრაზებს, დრო ვეღარ მოგვცემს ჩვენ ვერაფერს, ძვირფასო, იცი, დროს იქით მიაქვს, ის არავის არაფერს აძლევს.
მიაქვს თვალებში ანთებული სიცოცხლის სხივი, მიაქვს გრძნობები და სიცოცხლეც, ვაი, რომ მიაქვს, მინდოდა მეთქვა, გამებედა შენთვის სიტყვები, მაგრამ სიტყვები, მოდი, ჩემი ლექსებით ითქვას.
მინდა რომ გითხრა, შემოიჭრა უშენოდ მარტი, თან გამახსენა სიყვარულზე ერთი ზღაპარი და მაგ თვალების საოცარი ფერების მსგავსად, აფეთქდა ბაღში ზეციური იასამანი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. :))))) ანუ რა გამოდის გვევასება ერთმანეთი ? :))))) ანუ რა გამოდის გვევასება ერთმანეთი ?
10. მეც მევასები :)) მეც მევასები :))
8. ''მინდოდა მეთქვა, გამებედა შენთვის სიტყვები, მაგრამ სიტყვები, მოდი, ჩემი ლექსებით ითქვას.'' ^^ ``მინდოდა მეთქვა, გამებედა შენთვის სიტყვები, მაგრამ სიტყვები, მოდი, ჩემი ლექსებით ითქვას.`` ^^
7. ვერ ვიტან იასამანს, ცისფერები არიან :| ვერ ვიტან იასამანს, ცისფერები არიან :|
6. 10/03/15წ. იასამანის დროც ახლოვდება და ნუთუ სევდასთან ეს ყვავილის ასე ახლოა? ნექტარი. 10/03/15წ. იასამანის დროც ახლოვდება და ნუთუ სევდასთან ეს ყვავილის ასე ახლოა? ნექტარი.
5. ++ <<დროს იქით მიაქვს, ის არავის არაფერს აძლევს.
მიაქვს თვალებში ანთებული სიცოცხლის სხივი, მიაქვს გრძნობები და სიცოცხლეც, ვაი, რომ მიაქვს, მინდოდა მეთქვა, გამებედა შენთვის სიტყვები, მაგრამ სიტყვები, მოდი, ჩემი ლექსებით ითქვას.>>
++ <<დროს იქით მიაქვს, ის არავის არაფერს აძლევს.
მიაქვს თვალებში ანთებული სიცოცხლის სხივი, მიაქვს გრძნობები და სიცოცხლეც, ვაი, რომ მიაქვს, მინდოდა მეთქვა, გამებედა შენთვის სიტყვები, მაგრამ სიტყვები, მოდი, ჩემი ლექსებით ითქვას.>>
4. ''როგორ მინდოდა გამებედა შენთვის სიტყვები, მერე რა, თუკი გაზაფხული უშენოდ მოვა. '' ``როგორ მინდოდა გამებედა შენთვის სიტყვები, მერე რა, თუკი გაზაფხული უშენოდ მოვა. ``
3. იასამნისფერი ლირიკა :)
იასამნისფერი ლირიკა :)
2. მინდა რომ გითხრა, შემოიჭრა უშენოდ მარტი, თან გამახსენა სიყვარულზე ერთი ზღაპარი ლამაზია და სევდიანი! მინდა რომ გითხრა, შემოიჭრა უშენოდ მარტი, თან გამახსენა სიყვარულზე ერთი ზღაპარი ლამაზია და სევდიანი!
1. კარგია სეხნი, კარგი!!!! კარგია სეხნი, კარგი!!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|