თქვნ რა გგონიათ, რომ ამ ქვეყანას მოჰკლავთ დაამხობთ მუხლის ჩოქებზე? წადით უგნურნო, წარსულს შეხედეთ და უფალს მადლი სთხოვეთ თქვენ ერზე, თქვნ რა გგონიათ, რომ ღვთისმშობელი განდგომილია მის წილხვედრ ერზე? ვაი, ცოდვილნო ღმერს შველა სთხოვეთ და ნუღა დგეხართ ეშმაკის გზებზე. ჩვენ ეს ქვეყანა სისხლით მოვრწყეთ და ჩვენივე ხორცით გავალამაზეთ, ომში სიკვდილი, ჭირში კაცობა ჩვენ ამ ქვეყნისთვის არ დავიზარეთ, ჩვენი ჩივილი, ჩვენი ტკივილი, ჩვენ ერთმანეში გავიზიარეთ და შვილებს ჩვენი ეს საგანძური, დიდი სამშობლო კვლავ ვაზიარეთ. წინაპართ ხორცით გალამაზებულს კარს განსაცდელი კვლავ მოგვდგომია, წინაპართ სისხლით მორწყულ მთა-გორებს, სისხლი ქართველის მონატრებია, მამულიშვილნო გმირულად სიკვდილს მონად ცხოვრება როდი სჯობია დაე აქ მოვკვდეთ, ვიდრე სამშობლო, ურჯულოებში დაგვიტოვია. წინაპართაგან დატოვილი გვაქ ანდერძი მკაცრი შეუპოვარი, რომ შთამომავლებს ჩვენი ქვეყანა გადავცეთ ნაზი და უპოვარი, მტერნო იცოდეთ, რომ საქართველო არ არის სადმე გზად ნაპოვარი, მოინანიეთ, თორემ სასჯელი ღვთისგან გექნებათ შეუპოვარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. საინტერესოა.... თითქოს ლექსისა აქვს ყველაფერი და მასში პოეზიის წვეთიც არაა.. საინტერესოა.... თითქოს ლექსისა აქვს ყველაფერი და მასში პოეზიის წვეთიც არაა..
2. როგორი არაჟულიენ სორელისეულია... მოულოდნელი, არადა ნიკმა სხვა განწყობაზე დამაყენა... :)
როგორი არაჟულიენ სორელისეულია... მოულოდნელი, არადა ნიკმა სხვა განწყობაზე დამაყენა... :)
1. "თქვნ რა გგონიათ, რომ ღვთისმშობელი განდგომილია მის წილხვედრ ერზე? ვაი, ცოდვილნო ღმერს შველა სთხოვეთ და ნუღა დგეხართ ეშმაკის გზებზე. " ++ "თქვნ რა გგონიათ, რომ ღვთისმშობელი განდგომილია მის წილხვედრ ერზე? ვაი, ცოდვილნო ღმერს შველა სთხოვეთ და ნუღა დგეხართ ეშმაკის გზებზე. " ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|