| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 12 მარტი, 2015 |
როდესაც წვიმს და მივდივარ არსად, რადგანაც მიცდის, ყველგან არავინ, ვცდილობ,რომ წვიმის ბანალურ ხარხარს, ვუსმინო შენი ნაზი ხმასავით...
და მე ვარ ყველგან, სადაც შენ უკვე იყავი ბევრჯელ და გსურდა მისვლა, მე წავალ,მაგრამ მაინც ან თუ ვერ სხვამ სისხლი თუკი ვერ გადაგისხა,
მე მოვალ ისევ წვიმის დროს შენთან, თბილი მაჯებით და სისხლით სავსე, რომ გადაგისხა სისხლი და ფეთქვაც ამ ჩემი გულის, მობმული ხავეზე,
ახლა კი მთვარე ბნელ ქუჩას კენკავს და მერე ზეცას ღრუბლებად აბნევს, რომ იქნებ კიდევ წვიმების შეკვრა, მიწაზე წარღვნად,ცუნამად დარჩეს...
ვცდილობ,რომ წვიმის ბანალურ ხარხარს, ვუსმინო შენი ნაზი ხმასავით, როდესაც წვიმს და მივდივარ არსად, რადგანაც მიცდის ყველგან არავინ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. წვიმა, მთვარე, ბნელი ქუჩა, ცუნამი მაჯები. არის განწყობისეული, თუმცა უკეთესის მოლოდინში.
წვიმა, მთვარე, ბნელი ქუჩა, ცუნამი მაჯები. არის განწყობისეული, თუმცა უკეთესის მოლოდინში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|