ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ_ი_ა_კ_ო
ჟანრი: პოეზია
11 მარტი, 2015


თამარს ...

შენი მზე ამოვა ვიცი,
ბევრჯერ გითხარი მახსოვს.
და ახლა როცა გძინავს
დედობის მადლი გათოვს.

სულ მახსენდება ის დრო,
როცა გიმხელდით დარდებს,
ხომ გაიარა ყველა
ფიქრმა, და ესეც ჩანდეს,

ჩვენ ხომ ვებრძოდით დროებს.
შიშში შემოსულ ტკივილს,
ვერ ვამარცხებდით თუმცა,
ფარ-ხმალს არსად არ ვყრიდით.

ჩვენი ყოველი სუნთქვა,
ჩვენი ყოველი დარდი,
მზეზე ათბობდა სიტყვას
და ერთმანეთს ხომ ვყავდით.

ასე არ ვიცვლით ფერებს
და დღეს ზეიმის ცა გვაქვს.
შენი დედობის მადლი
მზემ დაარწია აკვნად.

ახლაც რა გითხრა ვიცი,
ქალი ყოველთვის ხარობს.
ამის დასტური მზეა,
აკვანს რომ გირწობს თამრო ...


/ლია მელიქიშვილი/

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები