#1 ვარიანტი
თუმცა მდინარე ჯერ უტახტოა, ლურჯი ყინული გატეხა კვერთხით; თოვლს კი - მზის სხივით ნაკბენ-ნატორალს, ჯერაც ღრუბელი დასცქერის თეთრი.
თუმცა ვერ იხსნი ჯერ კიდევ საბელს და გულს გიღალავს შფოთი, თუ თრთოლვა... არავინ გიყვარს, ჯერ, მაგრამ გწამდეს, რომ სიყვარული უთუოდ მოვა..
#2 ვარიანტი
თუმცა მდინარე ფეხს ახლა იდგამს, ლურჯ ყინულს მაინც უჩინა ბზარი; თუმცა ფარავენ ღრუბლები თბილ დარს, მზემ გამოსცალა თასი ზამთარის.
გადარაზული კარების მიღმა, გულს იღონებ და იტანჯავ ხან რომ... გწამდეს (თუმც ვიცი, ჯერ რომ არ გიყვარს): ვერ შეძლებ აწი - არ შეიყვარო..
#3 ვარიანტი
რუ არ ასულა ტახტზე ჯერ, თუმც გზას იკაფავს ყინულთა შორის; ღრუბლებიც ცას ვერ დაეხსნენ, თუმც მზემ ახადა მიწას შრე - თოვლის.
მიღმა - ჩარაზულ კარების, შენ კი გულისთქმის გაღელვებს სევდა... არ გიყვარს... თუმც ბედს დანებდი: უსიყვარულოდ რომ გაძლებ ვეღარ..
Весенний романс
Еще не царствует река, Но синий лед она уж топит; Еще не тают облака, Но снежный кубок солнцем допит.
Через притворенную дверь Ты сердце шелестом тревожишь... Еще не любишь ты, но верь: Не полюбить уже не можешь..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გმადლობთ, მუხა. :) გმადლობთ, მუხა. :)
3. მე პირველი მომეწონა! მე პირველი მომეწონა!
2. მადლობა! :) მადლობა! :)
1. მე მეორე ვარიანტი მომეწონა.
გიშრომია :)
მე მეორე ვარიანტი მომეწონა.
გიშრომია :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|