ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უოლტერი
ჟანრი: პოეზია
16 მარტი, 2015


მოგონება

დარჩა მოგონება როგორც იაგუნდი,
მზე კი ჩაესვენა უცხო ქვეყანაში.
ვეღარ გავფრინდები,ახლა მომაგონდა..
წლების დაკეცილ ფრთებს,ვიცი, ვეღარ გავშლი.
ფოთლებს აფრიალებს ყვითელ ტროტუარზე
შემოდგომის ქარი-მწუხარებით სავსე..
სანთლის შუქი კრთება ბებერ მემუარზე,
ღამე იპარება ჯოჯოხეთის მსგავსი..
ცრემლებს ვინ დაითვლის სამარეზე დაღვრილს?
ფიქრი არ ასვენებს ნერვის ლაბირინთებს..
ისევ მოვიყუდე სავსე ბოთლი არყის..
სიგარეტის ღერს კი აღარავინ მინთებს..
ცეცხლმა წარიტანა რაც კი მიდღაბნია..
ყველაფრის დაკიდება გახდა ადვილი.
სიყვარულში შვება უფრო ნიღაბია,
ტკივილი კი მისი სახეა ნამდვილი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები