ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
ისინი დაბერდნენ მაშინ, როცა სამყაროს შეცვლის სურვილი დაკარგეს. ცუღლუტი სურვილი ისე უჩუმრად გაეპარათ ცნობიერებიდან, რომ მისი აღარარსებობა მხოლოდ მაშინ შენიშნეს, როცა სრულიად ახალი _ სტაბილურობის სურვილი აღმოაჩინეს საკუთარ თავში. შეამჩნივეს ისიც, გარშემომყოფთათვის ასე უფრო მახლობელნი გახდნენ, მაგრამ იმათგან არავის შეუნიშნავს რომ ისინი აღარ იყვნენ ,,ისინი.“
ამბავი N 1
საშინლად მდიდარი იყო. სიმდიდრემ სიხარულის ნაცვლად ფორიაქი მოჰგვარა მხოლოდ. ჯერ კიდევ გუშინ, უსაშველოდ ღატაკს, ერთადერთი სურვილი უღრღნიდა გულს _ როგორმე ნაყინის ფული უნდა ეშოვნა. თავად არ უყვარდა ნაყინი, მაგრამ ის გოგონა უნდა დაეპატიჟებინა, უსულგულოდ ცისფერი თვალებით რომ უმზერდა სამყაროს და სახეს ღიმილი ემოსა გამუდმებით... ჯერ კიდევ გუშინ, ერთი თეთრიც არ უჭყაოდა ჯიბეს, მაგრამ მტკიცედ სწამდა, სიყვარულის ,,სუხოიზე“ ახსნა უსათუოდ განწირული იყო მარცხისთვის. პეპოსთან მივიდა. პეპო ქურთი იყო მაგრამ ქართველებთან უფრო მეგობრობდა. წვრილმანი ქურდბაცაცობა მისი მოგონილი იყო. ფული მჭირდება, საქმეზე უნდა წამიყვანოო, უთხრა ღატაკმა. ბაზარი არაა, მაგრამ შენი გაკეთებული საქმე არავის გაუგია და გაქაჩავ, რო?-ო. დედას ვუტირებ! _ მტკიცე აღმოჩნდა წადილი ღატაკისა. პლოცკო წამოიღე და ერთ საათში წავიდეთ! _ მოკლედ მოჭრა პეპომ. ღატაკს არასოდეს მოეპარა რაიმე და ახლა ყველაზე მეტად ის აღონებდა, პეპოს არ საცნაურეყო მისი შიში, დაუსაბამო. _ რა გჭირს, ბიჭო? _ ბოლოს მაინც შეუღრინა პეპომ. _ ადრენალინი! _ ამოიხრიალა ღატაკმა. _ არაფერია, ბრატუხ, პირველად მეც მასე იყო. _ დაამშვიდა პეპომ _ ნახე რა მაგარი ქილავია, ტო! _ თემქის მეოთხე მიკრორაიონის ბაღებში იყვნენ შეპარული. _რა? _ გაუკვირდა ღატაკს. _ქილავი, მაგრად მევასება! _ პირში მუჭით იყრიდა პეპო. _მოიცა რა, რა ქლიავი, აქ რა გვინდა ვაფშე? _აი იქ რომ ქოხი დგას, ეგ გავტეხოთ და რაღაცას ნახავთ რა! მართლაც იოლად გააღეს ქოხის კარი. იქ მხოლოდ საწოლი დახვდათ, იატაკზე კი წყლით სავსე პლასტმასის ბოთლი იდო. _პეპო, აქ რა გვინდა, ეს არის შენი ,,საქმე“? _ რა გაღრიალებს? _ გაცეცხლდა პეპო _ აბა ეს რა არის შეჩემა?! _ საწოლის ქვეშ შეძვრა, ტყვიის ორი ძალიან მძიმე ფილა გამოათრია და ტომრებში ჩააწყო. _ ამას იბარებენ სადმე? _ გაუკვირდა დამწყებ ,,საქმოსანს“. _აბა შენა ხარ რა! _ გაეცინა ქურთს. _ მაქ რას აკეთებთ თქვე ნაბიჭვრებო! _ დაიღრიალა ვიღაცამ ღობის გადაღმიდან. _ დაგვენძრა, დავახვიეთ, დროზე! _ წაიჩურჩულა გულგახეთქილმა ღატაკმა. _ მაიცა ტო, რა გული გაგისკდა. სანამ ეგ აქ მოვა, ცხრაჯერ მოვასწრებთ გაქცევას. პეპომ ბოთლს საცობი მოხსნა, საწოლს საბანი გადააძრო და შიგ ჩაასხა წყალი. ამასობაში, ბაღში გინებითა და მუქარით შემოიჭრა ჯოხმომარჯვებული უცნობი. ბიჭებმა ტომრებს ხელი დაავლეს და უახლოეს ღობეს ზებუნებრივი სისწრაფით გადაევლნენ. ღატაკს ამოვარდნაზე ჰქონდა გული, პეპო კი შემობრუნდა და თავდამსხმელს შესაშური სიმშვიდით მიმართა_ რა გაყვირებს, არა გრცხვენია ამხელა კაცს?!-ო და მშობელი შეუგინა. მასე არ უნდაო, გაიფიქრა უცნობმა და ისიც მკვირცხლად გადმოევლო ღობეს. ასე დაიწყო სამკვდრო-სასიცოცხლო რბოლა. ცენტრალური გზის მხარეს უცნობი იყო, ბიჭებს კი ისღა დარჩენოდათ, უსასრულოდ გადაჭიმული პაწაწინა ბაღ-ბოსტნების ღობეებზე ეხტუნათ. შიშისგან ფრთები გამოესხათ, მაგრამ არც მათი მეტოქე გამოდგა ჯაბანი. ბოლოს როგორც იქნა მიადგნენ უკანასკნელ ღობეს. ისკუპა პეპომ და გადარჩენა მიულოცა თავს საკუთარს. ისკუპა ღატაკმაც, მაგრამ ჭიშკრის ბოძს გამოედო ქურთუკით და ჰაერში გამოეკიდა უმწეოდ. მეტისმეტად ამაყი იყო საიმისოდ, შველა რომ ეთხოვა, პეპო კი უკვე კარგა შორს იყო, როცა მისი გასაჭირი შეამჩნივა. სულზე მოუსწრო ქურთმა. ღატაკის ბოძიდან ჩამოხსნა და უცნობის იქ გაჩენა ერთი იყო. ბევრი ვერაფერი, მაგრამ ჯოხის ერთი გადმოქნევა კი მოასწრო და წარბი გაუხეთქა პეპოს... რვა-რვა ლარი ერგო თვითოეულს, ტყვიის ფილების ჩაბარების შემდეგ. ღატაკი ახლა აღარ იყო ღატაკი. ახლა რა ვქნათ? _ გულუბრყვილოდ ჰკითხა პეპოს. _მე სახლში ავალ, ჩემს ძმას პურს ავუტან _ უპასუხა ქურთმა_ და მერე ინტერნეტ-კაფეში წავიდეთ. გოგონას ცისფერი თვალები მოაგონდა ბიჭს _ ახლა ნამდვილად შეეძლო მისი დაპატიჟება... რაც თავი ახსოვდა, ინტერნეტკაფეში მხოლოდ სხვათა გართობას ადევნებდა თვალს, თვითონ კი არასდროს მჯდარა სათამაშოდ _ ფული არ ჰქონდა საამისოდ. არადა კვდებოდა ვიდეოთამაშების ნდომით. ახლა ფული ჰქონდა... ასე დაეწყო შინაგანი ბრძოლა და ლამის ხელი მოეთავა პეპოს მოსვლამდე. მერე ქურთის გახეთქილ წარბს რომ შეხედა, ამასთან ვალში ვარო, გაიფიქრა და აუღელვებლად მიიღო გადაწყვეტილება. ლიმონათებზე და შოკოლადებზე ეთამაშა პეპომ და ყველა ხელი მოუგო უკლებლივ. საღამოს ღატაკი ისევ ღატაკი იყო. ღამით, საწოლში გვიანი სინანული ეწვია და ძილი არ დაანება. დიდხანს ლანძღავდა მეს. მერე ეჭვიც შეიტანა, იქნებ არც ისე საოცარი თვალები აქვს იმ გოგოს და მე რამ გამაგიჟა ნეტავ?!-ო. მერე ისიც გაახსენდა, გოგონა მასზე ორი წლით რომ იყო უფროსი და სინდისს უფონა. მერე ჩაეძინა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა, მეგობრებო! მადლობა, მეგობრებო!
8. წავიკითხე და გაგრძელებასაც დაველოდები...:) წავიკითხე და გაგრძელებასაც დაველოდები...:)
7. საინტერესოა. :) 2 წელი არაფერია კაცო, თან თუ ცისფერი თვალები აქვს. ^_^ რა ცუდია ამ საიტზე პროზას რომ არ სწყალობენ... მე ისევ დავიწყე პროზის კითხვა, ასე რომ გააგრძელე. :)) ხალხო წაიკითხეთ, მაგრად ყვება ეს ადამიანი. ;) თან პატარა თავია. :) საინტერესოა. :) 2 წელი არაფერია კაცო, თან თუ ცისფერი თვალები აქვს. ^_^ რა ცუდია ამ საიტზე პროზას რომ არ სწყალობენ... მე ისევ დავიწყე პროზის კითხვა, ასე რომ გააგრძელე. :)) ხალხო წაიკითხეთ, მაგრად ყვება ეს ადამიანი. ;) თან პატარა თავია. :)
6. საინტერესო დასაწყისია ) საინტერესო დასაწყისია )
5. მოვალ აქ...:) მოვალ აქ...:)
4. მოკითხვა პილიგრიმს :))
მომდენო თავს ველოდები. მოკითხვა პილიგრიმს :))
მომდენო თავს ველოდები.
3. ჰო, გამართული ნაწერია
პასმოტრიმ ჰო, გამართული ნაწერია
პასმოტრიმ
2. ქულა არ მენანება, თუმცა დიდი არაფერია, უკეთეს ველოდი. ქულა არ მენანება, თუმცა დიდი არაფერია, უკეთეს ველოდი.
1. ოჰ ეს ვინ მოსულა. ჩავუჯდები ახლა ამას, და მერე კიდევ რამდენიმე პროზა მაქვს წასაკითხების სიაში. ისევ დამიდგა აქ პროზის კითხვის დრო. :) ოჰ ეს ვინ მოსულა. ჩავუჯდები ახლა ამას, და მერე კიდევ რამდენიმე პროზა მაქვს წასაკითხების სიაში. ისევ დამიდგა აქ პროზის კითხვის დრო. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|