ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაბრი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2015


* * *

ვცეკვავდი, ყმაწვილი - მოქნილი გავაზი,
ხშირად ვიღვრებოდი ოფლად და სისხლად.
იმ ხანად დარაზულ და მტვრიან დარბაზში,
დარდისგან ხევსურთა ცეკვებმა მიხსნა.

ვით ვაჟი ფიცხელი ბრძოლისას ხის აბჯარს
ამგვარად აზიურს, სამუხლეს ვცვეთდი.
სახლში დაჟინებით ვითხოვდი (ხინჯად მაქვს)
დამეხა, ახლები მიყიდე დედი.

მას ცრემლი ცვიოდა მდუღარე და წყვილი
რადგან, ვერ ვცხოვრობდით ცხოვრებას მდიდრულს
და შემრცხვა როდესაც შემომხვდა ყმაწვილი
რომელიც დღედაღამ ნატრობდა კიდურს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები