მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ლურჯი სამყარო
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2015
არ შეგაწუხებს..
ჩემი სითბო,შენ არ შეგაწუხებს.
წვიმად მოვა და კოცნას გაჩუქებს .
წყურვილს გაგიჩენს, ეკალს დაგაყრის.
გულს აგითრთოლებს, როგორც პეპელას.
ჩემი სიტყვები არ შეგაწუხებს,
ტკბილ მელოდიად მოგევლინება.
სულში ჩაგხედავს,არ მიგატოვებს,
როგორც სარკეში შენი თვალები.
ჩემი სიყვარული არ შეგაწუხებს,
ჩუმად მოვა და გიზაფხულებს.
ღიმილს გაჩუქებს, მზის სხივთა კონას,
გულს გაგითბობს და სულს გაამხნევებს.
უჩემობა კი სიცივით გმოსავს,
ხალასს დაკარგავს გამთბარი გული.
ცრემლებს აგირევს ზაფხულის წვიმა,
ქარი წაიღებს ნაწვიმარ ფოთლებს.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
მზიანი, თბილი, ქარიანი, ნაწვიმარი ლექსი!
მზიანი, თბილი, ქარიანი, ნაწვიმარი ლექსი!
მუხა.
2015-03-22 02:06:40
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
11.06.2026 03:40:24